22 თებერვალს მე-6ა კლასში ხათუნა ფრუიძის მიერ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: წილადები, წილადების ჩაწერა ათწილადის სახით, წილადების საერთო მნიშვნელამდე მიყვანა,
წილადების და შერეული რიცხვების შედარება, წილადების შეკრებადა გამოკლება.
(შემაჯამებელი გაკვეთილი)
გაკვეთილი ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეებს განაწილებული ჰქონდათ დავალება და მათ უნდა შეექმნათ საპრეზენტაციო სლაიდ შოუ პოვერ -პოინტში. მათ სლაიდის სახით გაკეთებული ჰქონოდათ შესაბამისი სქემები. ამით მოსწავლეებმა გამოიყენეს ცოდნა და მოახდინეს დემონსტრირება სექმების საშუალებით.
იხილეთ სრული ფოტომასალა
გაკვეთილი ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეებს განაწილებული ჰქონდათ დავალება და მათ უნდა შეექმნათ საპრეზენტაციო სლაიდ შოუ პოვერ -პოინტში. მათ სლაიდის სახით გაკეთებული ჰქონოდათ შესაბამისი სქემები. ამით მოსწავლეებმა გამოიყენეს ცოდნა და მოახდინეს დემონსტრირება სექმების საშუალებით.
გაკვეთილის მსვლელობისასპედაგოგმა გამოიყენა ჯგუფური მუშაობა და
წყვილებში მუშაობა, ასევე კითხვა-პასუხი. გაკვეთილი საინტერესო იყო მოსწავლეებისათვის,
განხილული მასალა უფრო კარგად დასამახსოვრებელი და გასაგები იყო მათთვის.
პედაგოგს აქტივობები დაგეგმილი ჰქონდა გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, გაკვეთილი წარმართული იყო ისე, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლე იყო მთავარი და მასწავლებელი დამხმარე პიროვნება. მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად ჯგუფებში და წყვილებში, მათ დავალება უნდა წარმოედგინათ
პრეზენტაციის სახით. ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო
პროცესში. საინტერესო იყო ცხრილზე მუშაობა, მოსწავლეებმა დავალება წყვილებში შეასრულეს ხოლო პედაგოგმა გამოძახება მოახდინა შემთხვევით ამოღებულ ჩხირების საშუალებით,
რომელზეც ეწერა მოსწავლის სახელი და გვარი.
მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია იყო მაღალი, ისინი ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში, დაუზარებლად და დიდი მონდომებით შეასრულეს
საშინაო დავალება, რომელიც მათთვის საინტერესო გამოდგა, რადგან ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით
დავალების შესრულება მათთვის სახალისო და საინტერესოა. ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
წყვილებში მუშაობის, სლაიდშოუს შექმნის, პრეზენტაციის, რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებას,
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიასთან ურთიერთობას თამამად აზრის გამოთქმას.
იხილეთ სრული ფოტომასალა
No comments:
Post a Comment