#წერექართულად – თიბისი ბანკის ახალი წამოწყებაა, რომელიც მიზნად ქართული წერის და ანბანის, სხვადასხვა ხელსაწყოებზე, სოციალურ ქსელსა და უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ზედემტია იმაზე საუბარი , თუ რა საგანძური გვაქვს ქართული ენის და ანბანის სახით. რა დიდი მსოფლიო მემკვიდრეობა, მაგრამ ამ საგანძურს თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეუქმნა. სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ქართული ენის დაბინძურების მონაწილეა. ჩვენ ხელსაწყოებზე ქართულ ტექსტს ლათინური ასოებით ვწერთ, უამრავ ბარბარიზმს ვიყენებთ. #წერექართულად არის ქართული ენის პოპულარიზაციისკენ მიმართული კამპანია.
ამ აქციაში წელსაც ჩაერთო სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა. აქციას ორგანიზება გაუწია სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა.
ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს ჩვენი ანბანის უნიკალურობა, თუ რა საგანძურის ვფლობთ. ეს არის შეტყობინება არა მარტო ახლანდელი არამედ მომავალი თაობისთვის – გაუფრთხილდნენ და დაიცვან ქართული ენა. #წერექართულად თითეული ჩვენგანის პროექტია.
No comments:
Post a Comment