Friday, February 23, 2018

მითი და რეალობა ევროპისაკენ მიმავალ გზებზე

პედაგოგ ციცინო ჭეიშვილის მიერ 2018 წლის 25 იანვარს მე-7გ კლასში  ჩატარდა ინოვაციური ტიპის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა იყო: „მითი და რეალობა ევროპისაკენ მიმავალ გზებზე“.


შერჩეული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა ტრადიციულ ცოდნაში ინოვაციური სიახლეების შეტანის შესაძლებლობამ.
მე-20  საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ. რაც  ქვეყანა  გახდა დამოუკიდებელი, მუდმივი ჭიდილია ევროპისაკენ მიმავალ გზებზე.

საკითხის კარგად გასააზრებლად განიხილეს ორი სხვადასხვა ქვეყნის მწერლის აღმზრდელობით თემაზე დაწერილი წერილები (ევროპელი-ლორდ ჩესტერფილდის „წერილები ვაჟიშვილს“ (ინგლისი)და ქართველი - მიხეილ ჯავახიშვილის „წერილი  ქალიშვილს“(საქართველო) 

მოსწავლეებმა შეადარეს რა წერილებში გადმოცემული ღირებულებები, რომლებსაც მშობლები შვილებს უზიარებენ, იმსჯელეს  მამებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ. ამ საკითხების გაანალიზებაში მოსწავლეებს დაეხმარება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და თანამედროვე ტექნოლოგიები.





მოსწავლეებმა მოახდინეს  წერილების შედარება. გამოკვეთეს მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენონონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოსწავლეებისათვის ძალიან ინფორმატიული და ინოვაციური გაკვეთილი იყო, რასაც ნათლად ჩანს ფოტოებში დაფიქსირებული აქტივობებით, რომლებიც მათ კლასში წამოადგინეს.  გაკვეთილის მსვლელობაში მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული, შეძლეს  წერილების აღქმა-გაანალიზება, სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მიერ ევროპული და ქართული ღირებულებების არგუმენტირებულად დასაბუთება.




გაკვეთილს მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა. მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად.
წაიკითხეს  რა ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილებები, მათ საკითხის ირგვლივ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება.

მოსწავლეებმა სხვადასხვა სააზროვნო უნარების (აღწერა, ანალიზი, მსჯელობა, შექმნა) პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ, თვალნათლივ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია  ინფორმაციის მრავალფეროვნება ქართულ -ევროპული ურთიერთობისას. 

No comments:

Post a Comment