Sunday, February 18, 2018

ფესტივალების ციებ-ცხელება, პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი




2018 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-11 კლასში პედაგოგ ანა ნაცვლიშვილის მიერ ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ინგლისურ ენაში, თემაზე :„ფესტივალების ციებ-ცხელება“. გაკვეთილის  მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნოთ  მსოფლიოში ცნობილი ფესტივალების შესახებ ინფორმაცია. დაკვირვებოდნენ მათ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს,  დაეხასიათებინათ და აღეწერათ ისინი, გამოეკვეთათ და აღეწერათ განსხვავებები.





გაკვთილი წარიმართა საინტერესოდ, თითოეულ აქტივობას ჰქონდა თავისი დატვირთვა/მინი მიზანი, რომელთა განხორციელება ხელს უწყობდა ძირითადი საგაკვეთილო მიზნის მიღწევას.
მოსწავლეებმა შეავსეს სხვადასხვა კოგნიტური სქემები, მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, რამაც საშუალება მისცა მოსწავლეებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ.  გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხი იყო მაღალი, რაც თვითშეფასების პროცესშიც გამოიკვეთა.




გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეთა დიდი დაინტერესება  გამოიწვია აქტივობამ, რომლის დროსაც მოსწავლეებს უნდა ჩამოეწერათ პოსტულატების სახით თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ფესტივალის ჩატარება, რა კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო წარმატებული ფესტივალის ჩასატარებლად. აქტივობისას დიდი იყო ჩართულობა, ოთხივე ჯგუფმა წარმოადგინა შესანიშნავი პრეზენტაცია, იყო აზრთა გაცვლა, მსჯელობა და ბოლოს გამოთქვეს სურვილი მსგავსი ფესტივალის ჩატარებისა. 







გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები მათ მოიწონეს გაკვეთილი და აღნიშნეს,  მნიშვნელოვანია, ნებისმიერი  აქტივობის დროს მოსწავლემ დამოუკიდებლად იმუშაოს, გააქტიუროს საკუთარი წარმოსახვა, რაც მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობებიდან კარგად ჩანდა. გაკვეთილი შეფასდა დადებითად, უსურვეს პედაგოგსა და მათ მოსწავლეებს შემდგომი წარმატებები.




No comments:

Post a Comment