2018 წლის 1 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პედაგოგ ხათუნა გეწაძის მიერ ჩატარდა შიდა დაკვირვების გაკვეთილი
მე-63 კლასში თემაზე: ,,აკრძალული ქალაქის სევდა“(,,კვირის პალიტრის“ საგაზეთო
სტატიები).
დაკვირვების მიზნით გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეჯამებინათ
თავიანთი ცოდნა საქართველოს ისტორიული კუთხის - აფხაზეთის შესახებ. გამოეკვეთათ ქართველებსა
და აფხაზებს შორის დაპირისპირების მიზეზები, დაესახათ პრობლემების გადაჭრის გზები,შეექმნათ აღწერითი და მხატვრული ტექსტები,გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი.
პედაგოგმა მოსწავლეებს ინტერესის გაღვივების მიზნით მოსწავლეებს მონიტორზე უჩვენა სოხუმის თემაზე შექმნილი სლაიდები. შთაბეჭდილებების გააქტიურების მიზნით გამოიყენა
ასოციაციური რუკა, რამაც ხელი შეუწყო მოცემულ საკითხზე არსებული ცოდნის, განცდების,
შთაბეჭდილებების გააქტიურებას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს რა იცოდნენ აფხაზეთის შესახებ. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებსა და აფხაზებს. დღეს როგორი ურთიერთობა აქვთ. გამოთქვეს ვარაუდები, თუ რამ გამოიწვია ქართველთა და აფხაზთა კონფლიქტი. ვარაუდების დაფაზე ჩამოწერამ გაააქტიურა მოსწავლეთა ყურადღება. ისინი მეტად მობილიზებული იყვნენ ტექსტის კითხვისას, გამართლდებოდა თუ არა მათი ვარაუდები.
ყურადღების მობილიზებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და მათი პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურებოდა ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა-,,სიტყვის გამომძიებელი“.
მოსწავლეებმა ივარაუდეს თითოეული სიტყვის მნიშვნელობა და გამოიყენეს ისინი წინადადებებში. ყველა სიტყვის მნიშვნელობის ცოდნა დაეხმარა მათ ტექსტის უკეთ გაგებაში.
ცოდნის შეჯამების მიზნით მასწავლებლის მიერ ჯგუფებისთვის მიცემული წერითი სამუშაო იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. მათ მიწერეს წერილი აფხაზ თანატოლებს, წერილი იყო ძალიან თბილი. ბავშვები შეეცადნენ მეგობრობის ხიდი გაედოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის. აგრეთვე მიწერეს წერილი რუსეთის პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დავალება ცოტა რთული შესასრულებელი იყო,მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. ის კითხვები და პასუხები რაც დაფიქსირდა იყო ემოციური და საინტერესო.
No comments:
Post a Comment