2018 წლის 13 თებერვალს, VIII კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგ ნანა გორდეზიანის მიერ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,ჩემი ვედრება". გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ და გაეანალიზებინათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ ვაჟას ენას, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი თვალსაზრისი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით. ამასთანავე, ემსჯელათ ტექსტში დასმული პრობლემის ირგვლივ და განევითარებინათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, მსჯელობდნენ სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებდნენ თავიანთ მოსაზრებას. გამოჰქონდათ ადეკვატური დასკვნა, ეძებდნენ და განსაზღვრავდნენ პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში. პოულობდნენ მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ტექსტებში მსგავს პრობლემებთან. ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებდნენ საკუთარ შეხედულებებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესწავლილი ნაწარმოებებიდან საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით შექმნილი ნახატები.
ამ გაკვეთილზე პედაგოგმა შეძლო ბავშვებისათვის გამომემუშავებინა აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარი. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ტექსტის აგების პროცესში, როცა სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარდა მუშაობა პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე, არის თუ არა პოეზია იმაზე მეტი, ვიდრე ლექსია, რა არის ჩემთვის პოეზია, ლექსი, რომელიც დამამახსოვრდა.
გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი. გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება და მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილი მნიშვნელოვანი გამოვიდა იმით, რომ მოსწავლეებმა შეძლეს მთავრის ამოცნობა და გამოყოფა, მხატვრული ტექსტის ანალიზი, პოეტისა და პოეზიის დანიშნულების წარმოჩენა.
No comments:
Post a Comment