Saturday, December 30, 2017

ახალი წელი მე-3 გ კლასში- პედაგოგები რუსუდან გაბუნია და ირმა ლომიძე

28 დეკემბერი მე-3 გ კლასში გაიმართა ულამაზესი წინასაახალწლო ღონისძიება პედაგოგების რუსუდან გაბუნიასა და ირმა ლომიძის ხელმძღვანელობით. ულამაზეს საღამოზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა ქართულ და ინგლისურ ენოვანი ლექსები თუ სიმღერები.



პატარებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი სადაც თავიანთი როლები შესანიშნავად განასახიერეს. საინტერესოდ, სახალისოდ და ოსტატურად წარმოადგინეს ის სცენა , როცა შვილიშვილმა სოფელში ბებია-ბაბუას უცხოელი სტუმრები მიუყვანა.



იყო ცეკვები აჭარული, ქართული და აფხაზური. შესრულდა უცხოური სიმღერები და ცეკვები. ბავშვებმა გააზრებულად და მხატვრულად წარმოთქვეს ინგლისურ ენოვანი სიტყვები და ლექსები.

მშვენივრად მოირგეს თავიანთი როლები თოვლის ბაბუამ, მეკვლემ და ახალმა წელმაც. ბავშვებს თოვლის ბაბუამ დაურიგა საჩუქრები.


Wednesday, December 27, 2017

ქართული ენის გაკვეთილი მე-2 გ კლასში პედაგოგი ლელა ჟორჟოლიანი


სსიპ ქალაქ ქუთაისის # 36 საჯარო სკოლაში 2017 წლის 27 დეკემბერს მე-2 გ კლასში პედაგოგ ლელა ჟორჟოლიანის მიერ ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილი თემაზე: ჭაბუა ამირეჯიბის „დროის ფასი“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს განუვითარდეთ აზროვნება, ანალიზი და მსჯელობის უნარები. 


გაკვეთილი პირველი წუთებდანვე საინტერესოდ წარომართა. მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟების ღირსეულ მხარეებზე. გააკეთეს დასკვნები, რომ დროს საკმაოდ ძვირი ფასი აქვს, თითქმის აუნაზღაურებელი და ეს დრო აუცილებლად ცოდნის შეძენას უნდა მოახმარონ.
გაკვეთილზე პედაგოგმა გამოიყენა სახალისო აქტივობები, რომლითაც მოსწავლეებმა შეძლეს ახალი მასალის  ადვილად ათვისება. მოსწავლეთა მხრიდან ინტერესი   დიდი იყო, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა. იმუშავეს ჯგუფებში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაციები.


გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა განმავითარებელი შეფასებით შეაფასა მოსწავლეები. მოხდა მოსწავლეთა ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.



იხილეთ გაკვეთილის ამსახველი  სრული ფოტომასალა

ნუ მოკლავ

2017 წლის 21 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დირექციის, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ია კაშიას ხელშეწყობითა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით შედგა ღონისძიება „ნუ მოკლავ“, რომელიც მიმართული იყო ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდებს შორის გახშირებული ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ.



 მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება პიროვნების მიმართ ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ.... ბავშვებმა  დაგმეს არა მარტო იმ ახალგაზრდების ქმედება, რომლებმაც ათობით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს თანატოლებს,  არამედ იმათი უმოქმედობაც, რომლებმაც არაფერი არ გააკეთეს იმისათვის, რომ  ასეთ სავალალო შედეგამდე არ მივსულიყავით. 


ღონისძიების დასრულებისას სკოლის თვითთმართველობის წევრებმა მოუწოდეს მონაწილეებს სპეციალურად ამ მიზნით გაკეთებულ პოსტერზე  „ნუმოკლავ“ თავიანთი ხელმოწერებით გამოეხატათ პროტესტი მომხდარისადმი და პირველებმა თვითონ მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის სააქტო დარბაზში განხილვის დასრულების შემდეგ იმდენად დიდი იყო ვნებათაღელვა, რომ მონაწილეთა ნაწილმა სკოლის ინკლუზიური განათლების რესურს-ოთახში გადაინაცვლა და იქ განაგრძო თემის განხილვა. 

ისაუბრეს პრევენციულ ღონისძიებებზე და სამომავლოდ დასახეს სამოქმედო ამოცანა, რომ სკოლის უფროსკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესაუბრონ ძალადობის შესახებ, აჩვენონ ფილმები, გამართონ დისკუსიები და ამით  სკოლაში შექმნან მეგობრული, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი გარემო.





Monday, December 25, 2017

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში შრომის გაკვეთილებზე დასწრებას მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ოქტომბრიდან შეუდგნენ. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის  სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებს  ძალ-ღონე არ დაუშურებიათ.პროექტის კოორდინატორები გახლდათ ქალბატონი ლელა გრძელიშვილი და ნატალია თურქაძე. 



კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ გათვლილი იყო VII, VШ და IX  კლასის მოსწავლეებისათვის საინჟინრო მიმართულების პროფესიული პროგრამების, უპირველესად, გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების შესაბამისი საბაზო კომპეტენციების განვითარებაზე. კურსის გაკვეთილები დაგეგმილი იყო პრაქტიკული უნარების შეძენაზე.


   კურსში აქტიური სასწავლო პროცესი გათვლილი იყო გარემოში მიმდინარე პროცესების, გარდაქმნებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობაზე; გარემოს ობიექტების მდგომარეობის შესწავლაზე; შრომის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავებაში მონაწილეობაზე.
    კურსის თითოეული გაკვეთილი იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობდა , რომ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შთაბეჭდილებების  სხვა მოსწავლეებთან გაზიარების შედეგად იმ მსურველთა "მოგერიება" გვიწევდა, ვინც ამ პროექტში  მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ჩაერთო.


  როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა-"შრომითი მოტივაციისა და შრომითი აქტიურობის ამაღლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრომითი უნარების განვითარებას სასკოლო ასაკში
   სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩვენი სკოლის ერთობლივი თანამშრომლობით მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან დიდი იყო, ისინი დიდი მონდომებით, აქტიურობითა და მომავალი შეხვედრების დიდი სურვილთ ელოდნენ ყოველ  შემდგომ მეცადინეობებს. 
სანტერესი და აქტიური თანამშრომლობით ჩვენმა მოსწავლეებმა შეიძინეს შრომითი და პროფესიული უნარ-ჩვევები,  რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ესენია:
·      მარტივი ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების უნარი,
·      სხვადასხვა სახის გამზომი აპარატურის პროფესიული მოხმარების უნარი.
·      შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების ცოდნა და აღქმის უნარი,
·      სამუშაოს ორგანიზება,
·      საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა,
·      გარემოს დაცვის მიდგომების ცოდნა და აღქმის უნარი,
·      ინფორმაციის გაფილტვრის უნარი,
·      პრობლემების არატრადიციული გზებით გადაჭრის მიგნების უნარი,
·      პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა,
·      პროდუქტიულად მუშაობის უნარი.




დღეს, საჩუქრებითა  კვლავ ესტუმრა სკოლას ქალბატონი ციცინო თურქაძე. საინტერესო და საქმიანი შეხვედრის შემდეგ გვითხრა, რომ ჩვენი პროექტი დასრულდაყველას ამ პროექტში ჩართულ მოსწავლეს თუ პედაგოგს გული დაგვწყდა პროექტი დასრულების გამო, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ აღნიშნული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება
მომავალში და სხვა მოსწავლეებსაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ ახალი-უნარ ჩვევები. 



ჩვენ როგორც ამ პროექტში ჩართულმა სკოლამ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის, აგრეთვე  სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა იმ თანამშრომელს ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და განსაკუთრებით უდიდესი მადლობა  ქალბატონ ციცინო თურქაძეს ასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი გაკვეთილებისთვის