Thursday, December 21, 2017

მარინე ტვილდიანი პირველი კლასი


20 დეკემბერს დაწყებითი კლასების პედაგოგმა მარინე ტვილდიანმა პირველ კლასში ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: "ღ" ასოს გაცნობა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ასო ბგერის, ხმოვნისა და თანხმოვნების დიფერენცირება, გაეცნოს "ღ" ასოს, ისწავლოს მისი კითხვა და წერა, განუვითარდეს მეტყველება და აზროვნება, გაუმდიდრდეს ლექსიკური მარაგი, დაეუფლოს გაბმული კითხვის ჩვევას, გამოუმუშავდეს გრაფიკული ჩვევა.



პედაგოგის მიერ გაკვეთილზე გამოყენებულმა უამრავლა აქტივობებმა გამოიწვია მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა მუშაობის პროცესში.  პატარებმა დაასახელეს  "ღ" ასოზე დაწყებული სიტყვები, გაიხსენეს ანდაზები...



იხილეთ სრული ფოტომასალა

 მოულოდნელი იყო მასწავლებლის სიურპრიზ-საჩუქარი მოსწავლეებისთვის,რამაც დიდი სიხარული გამოიწვია პატარებში.



No comments:

Post a Comment