Monday, December 25, 2017

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში შრომის გაკვეთილებზე დასწრებას მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ოქტომბრიდან შეუდგნენ. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის  სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებს  ძალ-ღონე არ დაუშურებიათ.პროექტის კოორდინატორები გახლდათ ქალბატონი ლელა გრძელიშვილი და ნატალია თურქაძე. 



კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ გათვლილი იყო VII, VШ და IX  კლასის მოსწავლეებისათვის საინჟინრო მიმართულების პროფესიული პროგრამების, უპირველესად, გარემოს დაცვის ტექნიკოსის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების შესაბამისი საბაზო კომპეტენციების განვითარებაზე. კურსის გაკვეთილები დაგეგმილი იყო პრაქტიკული უნარების შეძენაზე.


   კურსში აქტიური სასწავლო პროცესი გათვლილი იყო გარემოში მიმდინარე პროცესების, გარდაქმნებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობაზე; გარემოს ობიექტების მდგომარეობის შესწავლაზე; შრომის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავებაში მონაწილეობაზე.
    კურსის თითოეული გაკვეთილი იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობდა , რომ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა შთაბეჭდილებების  სხვა მოსწავლეებთან გაზიარების შედეგად იმ მსურველთა "მოგერიება" გვიწევდა, ვინც ამ პროექტში  მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ჩაერთო.


  როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა-"შრომითი მოტივაციისა და შრომითი აქტიურობის ამაღლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრომითი უნარების განვითარებას სასკოლო ასაკში
   სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩვენი სკოლის ერთობლივი თანამშრომლობით მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან დიდი იყო, ისინი დიდი მონდომებით, აქტიურობითა და მომავალი შეხვედრების დიდი სურვილთ ელოდნენ ყოველ  შემდგომ მეცადინეობებს. 
სანტერესი და აქტიური თანამშრომლობით ჩვენმა მოსწავლეებმა შეიძინეს შრომითი და პროფესიული უნარ-ჩვევები,  რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ესენია:
·      მარტივი ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების უნარი,
·      სხვადასხვა სახის გამზომი აპარატურის პროფესიული მოხმარების უნარი.
·      შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების ცოდნა და აღქმის უნარი,
·      სამუშაოს ორგანიზება,
·      საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა,
·      გარემოს დაცვის მიდგომების ცოდნა და აღქმის უნარი,
·      ინფორმაციის გაფილტვრის უნარი,
·      პრობლემების არატრადიციული გზებით გადაჭრის მიგნების უნარი,
·      პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა,
·      პროდუქტიულად მუშაობის უნარი.




დღეს, საჩუქრებითა  კვლავ ესტუმრა სკოლას ქალბატონი ციცინო თურქაძე. საინტერესო და საქმიანი შეხვედრის შემდეგ გვითხრა, რომ ჩვენი პროექტი დასრულდაყველას ამ პროექტში ჩართულ მოსწავლეს თუ პედაგოგს გული დაგვწყდა პროექტი დასრულების გამო, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ აღნიშნული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება
მომავალში და სხვა მოსწავლეებსაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ ახალი-უნარ ჩვევები. 



ჩვენ როგორც ამ პროექტში ჩართულმა სკოლამ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის, აგრეთვე  სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა იმ თანამშრომელს ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და განსაკუთრებით უდიდესი მადლობა  ქალბატონ ციცინო თურქაძეს ასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი გაკვეთილებისთვის




No comments:

Post a Comment