დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ირმა ჩირგაძის მიერ 15 დეკემბერს, მე-4 კლასში ჩატარდა უაღრესად საინტერესო გაკვთილი ბუნებისმცოდნეობაში თემაზე" გამოჩენილი მოგზაურები". გაკვეთილის მიზანი მოსწავლემ შეძლოს მოგზაურებზე ინფორმაციის გაანალიზება, ცოდნის განმტკიცება აღმოჩენების შესახებ, აღმოჩენების მნიშვნელობის გააზრება და პარალელის გავლება მშობლიურ ენაში ნასწავლ მასალასთან.
გაკვეთილი პირველი წუთებიდანვე სინტერესოდ წარიმართა, მასწავლებლის მიერ წარმოდგენილმა სასწავლო თუ დამხმარე მასალამ გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება, მოტივაცია და ჩართულობა. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, დაახასიათეს თითოეული მოგზაური, შეაფასეს მათ ღვაწლი, წარმოადგინეს პრეეზენტაციები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეაჯამეს განვლილი მასალა, პრეზენტაციის სახით წარმოაჩინეს ცოდნა მსოფლიოს იმ ცნობილ მოგზაურებზე, რომელთა ღვაწლი ფასდაუდებელია გეოგრაფიის შესწავლაში. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს საფუძვლიანი ცოდნა, რის გამოც მასწავლებლისა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. საინტერესო იყო მათი სურვილების გაცნობა თუ სად და რატომ ისურვებდნენ მოგზაურობას.
იხილეთ გაკვეთილის ამსახველი სრული ფოტომასალა

No comments:
Post a Comment