სსიპ ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლაში 2017 წლის 19 დეკემბერს მე-2 გ კლასში პედაგოგ ლელა ჟორჟოლიანის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ათეულები და ერთეულები.
გაკვეთილის მიზანი:
- მოსწავლეებმა შეძლონ რიცხვების ათობით პოზიციური სისტემით ჩაწერა.
- პოზიციური სისტემის არსზე პირველი წარმოდგენების გაღრმავება.
- შეძლონ პრაქტიკული ამოცანების განხილვა.
გაკვეთილი შინაარსიანად წარიმართა. მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს, როგორც წყვილებში, ასევე ჯგუფებში. პრეზენტაციები საინტერესოდ და გასაგებად წარადგინეს.
მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, შესანიშნავად გაართვეს თავი აქტივობებს. იმუშავეს ხალისიანად და მონდომებით.
პედაგოგის მიერ გამოყენებულმა საინტერესო და მრავალფეროვანმა აქტივობებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება და მათი ჩართულობა.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასებით შეაფასა მოსწავლეები. მოხდა ურთიერთშეფასება და თვითშეფასება სქემის მიხედვით.
დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა მუშაობის პროცესით, აღინიშნა, რომ მასწავლებელმა მოსწავლეების შედეგით მიაღწია გაკვეთილის მიზანს და მოსალოდნელ შედეგს.
No comments:
Post a Comment