2017 წლის 21 დეკემბერს სსიპ ქალაქ
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დირექციის, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ია კაშიას
ხელშეწყობითა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით შედგა ღონისძიება
„ნუ მოკლავ“, რომელიც მიმართული იყო ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდებს
შორის გახშირებული ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ.
მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი
უარყოფითი დამოკიდებულება პიროვნების მიმართ ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ
მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ.... ბავშვებმა დაგმეს არა მარტო იმ ახალგაზრდების ქმედება, რომლებმაც
ათობით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს თანატოლებს, არამედ იმათი უმოქმედობაც, რომლებმაც არაფერი არ
გააკეთეს იმისათვის, რომ ასეთ სავალალო შედეგამდე
არ მივსულიყავით.
ღონისძიების დასრულებისას სკოლის თვითთმართველობის წევრებმა მოუწოდეს
მონაწილეებს სპეციალურად ამ მიზნით გაკეთებულ პოსტერზე „ნუმოკლავ“ თავიანთი ხელმოწერებით გამოეხატათ პროტესტი
მომხდარისადმი და პირველებმა თვითონ მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის
სააქტო დარბაზში განხილვის დასრულების შემდეგ იმდენად დიდი იყო ვნებათაღელვა, რომ მონაწილეთა
ნაწილმა სკოლის ინკლუზიური განათლების რესურს-ოთახში გადაინაცვლა და იქ განაგრძო თემის
განხილვა.
ისაუბრეს პრევენციულ ღონისძიებებზე და სამომავლოდ დასახეს სამოქმედო ამოცანა, რომ სკოლის უფროსკლასელებმა დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს ესაუბრონ ძალადობის შესახებ, აჩვენონ ფილმები, გამართონ დისკუსიები
და ამით სკოლაში შექმნან მეგობრული, კეთილგანწყობილი
და თანამშრომლობითი გარემო.
No comments:
Post a Comment