25 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VI2 კლასში პედაგოგ მაკა ბობოხიძის მიერ ჩატარდა პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის მიზანი იყო ენობრივ-გრამატიკული ფორმების მართებულად გამოყენება
და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. მსჯელობდნენ, თათბირობდნენ, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს...
ჯგუფებმა ცალ-ცალკე გაარჩიეს სამ-სამი ზმნა ყველა კატეგორიის გამოყენებით. ახალი მასალის ახსნა პედაგოგმა სქემის შევსებით დაიწყო, რომელზედაც წარმოდგენილი იყო დროის გამომხატველი კითხვები და მოსწავლეებს ევალებოდათ თითოეულის გასწვრივ დაეწერათ ხუთ-ხუთი ზმნა. ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია. აქვე გასცეს შესაბამის კითხვებს პასუხები, რომლის მეშვეობითაც ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქართულ ენაში არის სამი გრამატიკული დრო. აქვე მათი ასოციაციური უნარების განვითარების მიზნით ერთმანეთს შევადარეთ წელიწადისა და გრამატიკული დროები.
ბოლოს ცოდნის შეჯამების მიზნით თითოეულმა ჯგუფმა შეავსო ზმნების პირამიდა და გააკეთეს პრეზენტაცია. ყველა პრეზენტაცია იყო საკმაოდ მკაფიო, დამაჯერებელი და არგუმენტირებული, რამაც მოწონება დაიმსახურა და პედაგოგმა გაააკეთა შესაბამისი განმავითარებელი შეფასებებიც. თავად მოსწავლეებმა ზეპირად შეაფასეს საკუთარი ჩართულობის, პრეზენტაციისა და თანამშრომლობის უნარები. გაკვეთილმა კარგი თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კეთილგანწყობის და ყველა უნარის საუკეთესოდ გამომჟღავნების რეჟიმში ჩაიარა, რაც ეტყობოდა პირველ რიგში მოსწავლეებს და შემდეგ დამსწრე პედაგოგებს, რომლებიც გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალყურს გაკვეთილის მსვლელობას.
იხილეთ გაკვეთილის ამსახველი სრული ფოტომასალა
პედაგოგმა გაკვეთილი დაიწყო წინასაახალწლო და წინასაგაკვეთილო
განწყობის შექმნით. მოსწავლეებს სიურპრიზად დაახვედრა ვირტუალური სანტას გამოგზავნილი
ქუდები, რამაც ისინი ძალიან წაახალისა. გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ ნაძვის ხეზე
დაკიდული კონვერტები ჩამოხსნეს, რომლებშიც ჩადებული იყო ბარათები ფორმაცვალებადი მეტყველების
ნაწილების დასახელებით და შესაბამისი მაგალითებით. მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით
ცალ-ცალკე წაიკითხეს ბარათები და დაევალათ, რომ იქ დაშიფრული სიტყვებით შეედგინათ წინადადება.
იქვე დაისვა შესაბამისი კითხვები, რომელიც შეეხებოდა ფორმაცვალებად მეტყველების ნაწილებს.
ამ აქტივობის მიზანი იყო სხვადასხვა საშუალებით (ასოციაციებით, დაკვირვებით, გახსენებით,
შედარებით) გამოეკვეთათ მნიშვნელოვანი ასპექტები.
ჯგუფში არის სსსმ მოსწავლეც, რომლისთვისაც მასწავლებელს შედგენილი ჰქონდა სპეციალური, მისი დონის შესაბამისი
სავარჯიშოები და ჩართული იყო აქტივობებში. ამ მოსწავლემ თითქმის ყველა ის აქტივობა
შეასრულა, რაც საერთო ჯგუფმა, ოღონდ უფრო გაიოლებული
ფორმით და ინდივიდუალურად. ის ძალიან წაახალისა მასწავლებლის შექებამ და მეტი მოტივაციით მუშაობდა.
ააწყო კონვერტში მოთავსებული წინადადებები, მოახდინა პირის ნაცვალსახელების კლასიფიკაცია,
ჩემი დახმარებით გაარჩია სამი ზმნა, შეავსო ზმნის პირამიდის იოლი ფორმა. ამიტომ გაკვეთილის
ბოლოს მან 10 ქულა დაიმსახურა.
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. მსჯელობდნენ, თათბირობდნენ, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს...
ჯგუფებმა ცალ-ცალკე გაარჩიეს სამ-სამი ზმნა ყველა კატეგორიის გამოყენებით. ახალი მასალის ახსნა პედაგოგმა სქემის შევსებით დაიწყო, რომელზედაც წარმოდგენილი იყო დროის გამომხატველი კითხვები და მოსწავლეებს ევალებოდათ თითოეულის გასწვრივ დაეწერათ ხუთ-ხუთი ზმნა. ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია. აქვე გასცეს შესაბამის კითხვებს პასუხები, რომლის მეშვეობითაც ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქართულ ენაში არის სამი გრამატიკული დრო. აქვე მათი ასოციაციური უნარების განვითარების მიზნით ერთმანეთს შევადარეთ წელიწადისა და გრამატიკული დროები.
ბოლოს ცოდნის შეჯამების მიზნით თითოეულმა ჯგუფმა შეავსო ზმნების პირამიდა და გააკეთეს პრეზენტაცია. ყველა პრეზენტაცია იყო საკმაოდ მკაფიო, დამაჯერებელი და არგუმენტირებული, რამაც მოწონება დაიმსახურა და პედაგოგმა გაააკეთა შესაბამისი განმავითარებელი შეფასებებიც. თავად მოსწავლეებმა ზეპირად შეაფასეს საკუთარი ჩართულობის, პრეზენტაციისა და თანამშრომლობის უნარები. გაკვეთილმა კარგი თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კეთილგანწყობის და ყველა უნარის საუკეთესოდ გამომჟღავნების რეჟიმში ჩაიარა, რაც ეტყობოდა პირველ რიგში მოსწავლეებს და შემდეგ დამსწრე პედაგოგებს, რომლებიც გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალყურს გაკვეთილის მსვლელობას.
No comments:
Post a Comment