ქართველი კაცის მენტალობაში ქალის პატივისცემა ერთ-ერთი გამორჩეული ღირსებათაგანი იყო. ამის
ნათელი მაგალითია რევაზ ინანიშვილის ნოველა “ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!“ სწორედ, ამ თემას მიეძღვნა სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო
სკოლის მე-9ბ კლასში, პედაგოგ მაკა ბობოხიძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ქართულ
ენასა და ლიტერატურაში.
გაკვეთილის
მიზანი იყო მოსწავლეებს განუვითაროს აზროვნების, ანალიზისა და მსჯელობის უნარები. მოსწავლეებმა იმსჯელეს მოქმედი გმირის ზნეობრივ და ღირსეულ მხარეებზე.
ისაუბრეს დუელის შესახებ, რომელიც ამ ნაწარმოების წამყვანი თემაა. გამოიტანეს დასკვნები, რომ ამ სამყაროს არსებობას მაშინ აქვს აზრი და ფასი სანამ კეთილშობილები არსებობენ... როგორც კი კაცობრიობას უკანასკნელი კეთილშობილი გამოაკლდება ეს სამყაროც შეწყვეტს არსებობას.
გაკვეთილი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა, რაც ფოტომასალიდან კარგად ჩანს. ეს გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება ნაწარმოების აღქმაში, ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებასა და მორალურ აღზრდაში.
No comments:
Post a Comment