Wednesday, December 20, 2017

მე-5გ კლასი გილოცავთ ახალ 2018 წელს!



 19 დეკებერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5გ კლასში პედაგოგმა ნატალია თურქაძემ ჩაატარა წინასაახალწლო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება. მოსწავლეებმა წინასწარ მორთეს საკლასო ოთახი, დაამზადეს საახალწლო დეკორაცია ბუხარი და მეტი სითბოს შესაქმნელად დააგიზგიზეს ცეცხლი. :) 
იხილეთ კლასის მორთვის სრული ფოტომასალა




ძირითადი მიმართულება ამ აქტივობებისა გახლდათ ინტელექტუალური შეჯიბრი ჯგუფებს შორის. ბავშვები წინასწარ დაყოფილი იყო 4 გუნდად, თითოეულმა შეარჩია გუნდის სახელი, აირჩიეს კაპიტნები. მათ  მუშაობას აკვირდებოდა ჟიურის წევრები: სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი და ისტორიის პედაგოგი კოსტანტინე გაბუნია.

პირველი რაუნდი შეეხებოდა ანაგრამებს, რომელიც დაკავშირებული იყო ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მიცემული დავალებების შესრულებაში. 




შემდეგი რაუნდი შეეხებოდა ინტელექტუალურ კითხვებს, რომელიც განსაზღვრული იყო ჯგუფური მუშაბისთვის. მათ კონვერტში მოთავსებულ ხუთივე  კითხვას გასცეს პასუხები. კითხვებზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დაფიქსირებული პასუხების შემდეგ პროექტორის საშუალებითა და ჟიურის განმარტებით ეცნობოდნენ სწორ პასუხებს.





სახალისო აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა "სიურპრიზი", რომლის მიხედვით თითოეული ჯგუფის წევრებმა ყუთიდან  ამოიღეს ერთი ფურცელი, რომელზეც ეწერა პროფესიები (ექიმი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, მოდელი, სპორტსმენი, დირიჟორი...) კლასში არსებული ნივთების დახმარებით მათ განასახიერეს  შესაბამისი პროფესიის ადამიანების ერთი სამუშაო დღე. მათ შეხვდათ "მასწავლებელი", "სპორტსმენი", "მოდელი", ჟურნალისტი". მოსწავლეების მიერ შესრულებულმა პატარა წარმოდგენებმა ძალიან დიდი მოწონება და ხალისი შემატა საახალწლო განწყობას.



გუნდებს შორის გაიმართა კაპიტნების კონკურსი, მათ ერთი წუთის განმავლობაში სწორად რაც შეიძლება მეტი კითხვისთვის უნდა გაეცათ სწორად პასუხი. მართალია კაპიტნების კონკურსით საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა "არწივებმა", თუმცა  ჟიურის გადაწყვეტილებით საბოლოო გამარჯვება მაინც გუნდ "ლომებს" დარჩათ. აქტივობები გამოვიდა ძალიან საინტერესო და მხიარული. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დავალებების წარმატებით შესრულებაში.


ბოლოს ბავშვებმა ნაძვის ხის ქვეს დადებული მისთვის განკუთვილი საჩუქრები აირჩიეს და მიმანიშნებელი ბარათების საშუალებით შეეცადნენ გამოეცნოთ თავის „სეკრეტ-სანტა“. დასასრულს მასწავლებელმა ყველა მოსწავლესა და მშობელს გადაუხადა მადლობა და მონაწილე მოსწავლეებს გადასცა დიპლომები და სიგელები. 



ძალზედ საინტერესო, სახალისო და მოულოდნელი აღმოჩნდა მასწავლებლის მიერ მომზადებული სიურპრიზი ელფებისა და ლამაზ ფერიების კაბებში გამოწყობილი თითოეული მოსწავლის ფოტო. მასწავლებელმა ფოტოები ოთახის კედელზე განათავსა რაც დადებით განწყობას უქმნიდა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას. 



წარმატებულ, ბედნიერ, ხვავიან, ბარაქიან ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო. 


5 comments:

  1. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება ძალიან კარგი იყო.
    კარგი იყო საჩუქრები, მასწავლებლის მიერ მომზადებულ სახალისო ფოტოებში მე და ფრიდონის ერთნაირი ტანისამოსი გვეცვა. ძალიან სახალისო იყო ყველა აქტივობა. მადლობა . კიდე მინდა

    ReplyDelete
  2. მე ძალიან მომეწონა ეს აქტივობა.მე დიდი მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლით რომ ასე გაგვახალისა და ამ საახალწლოდ გაგვაბედნიერა.ეს აქტივობა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.თავიდან ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ შემდეგ ძალიან კარგად ვმუშაობდით მე და ჩემი გუნდი.ჩვენს გუნდს ერქვა არწივები,მართალიაა 11 ქულა ავიღეთ მაგრამ მაინც გახარებული დავრჩი.ასევე მომეწონა ჩემი სიქრეტ სანტას საჩუქარი. ეს დღე ჩემთვის ძალიან მაგარი იყო.უდიდეს მადლობას ვუხდი მშობლებს და ჟიურის წევრებს,რომლებიც მხარშიგვედგნენ.ასე რომ ეს აქტივობა იყო ძალიან უმაგრესი და სასიამოვნო.{თამარ დღვილავა}.

    ReplyDelete
  3. ჩვენ არ ველოდით ამდენ აქტივობას ძალიან კარგი იყო ძალიან გამიხარდა რომ ჩვენი წარმოდგენები მოეწონათ მასწავლებლებს და ჟიურის წევრებს. მადლობა ნატო მასწავლებელს / თამუნა შალამბერიძე/

    ReplyDelete
  4. ჩვენ არ ველოდით ამდენ აქტივობას ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ეს ყველაფერი ალბათ ჩვენს ჟიურსაც ძალიან მომეწონა. სეკრეტ სანტა იყო ძალიან სახალისო, ლოგიკური ამოცანები, ანაგრამა და პროფესიების განხილვაზე ვიმუშავეთ ერთად. მადლობას ვუხდი ჩვენს ჟიურის წევრებს ლელა გრძელიშვილს, კოტე გაბუნიას და ჩვენს მასწავლებელს ასეთი აქტივობის დაგეგმისთვის ალბათ მომავალ წელს უფრო კარგს და მხიარულს გავაკეთებთ /ლიზი კოღუაშვილი/

    ReplyDelete
  5. ეს ღონისძიება იყო ძალიან კარგი და არავინ არ ელოდა ამდენ აქტივობებს. ვიშრომეთ ჯგუფის მორთვაზე, ბიჭებმა გოგონებს გაკვიკეთა სიურპრიზი მშვენიერი ბუხარი,ვითამაშეთ სეკრეტ სანტა. ჩემი სეკრეტ სანტა თამაზ უშხვანი აღმოჩნდა და მან მომიტანა მშვენიერი ნაძვის ხის სათამაშო. ასევე დიდ მადლობას მინდა გადაუხადო ჟიურს კოტე გაბუნიას და ჩვენს სასწავლო ნაწილს ლელა გრძელიშვილს.ეს აქტიობები იყო;ლოგიკური ამოცანები, ანაგრამები და პროფესიების განსახიერება. მადლობა ჩვენ საყვარელ ნატო მასწავლებელს (ანი გელაძე)...

    ReplyDelete