2018 წლის 6 მარტს მე-2 ა კლასში პედაგოგ ნანა ნაცვლიშვილის მიერ ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ბუნებაში,
თემაზე :„როგორ ჩნდება წვიმა“.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლემ გააცნობიეროს თუ როგორ ხდება წყლის ბრუნვა წელიწადის დროების მიხედვით. იმსჯელოს წყლის სამი (თხევადი, მყარი და აირადი) მდგომარეობის შესახებ, განმარტოს, როგორ წარმოიქმნება წვიმა. აგრეთვე წაკითხული ნაწაროების, ნანახი ვიდეო მასალის ირგვლივ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემით გამომუშავებოდათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად და გაბედულად გამოხატვის უნარი, რადგან არგუმენტირებული მსჯელობა 21-ე საკუნის მთავარი უნარია.

გეგმაში მოცემული აქტივობები შესაბამისობაში იყო გაკვეთილის მთავარ მიზანთან . თითოეულ აქტივობას ჰქონდა თავისი დატვირთვა/მინი მიზანი, რომელთა განხორციელება ხელს უწყობდა ძირითადი საგაკვეთილო მიზნის მიღწევას.
საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს ცდაზე დაყრდნობით, რომელიც მასწავლებლის მიერ იქნა შეთავაზებული ვიდეო რესურსის სახით, გამოეტანათ დასკვნები წვიმის წარმოშობის შესახებ. მოსწავლეებმა ამ დავალების დროს კარგად ითანამშრომლეს ერთმანეთთან, გადაინაწილეს როლები, გაითვალისწინეს ერთმანეთის აზრები რაც მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებშიც კარგად აისახა.
ბავშვებმა შეავსეს სხვადასხვა კოგნიტური სქემები, კერძოდ, ვენის დიაგრამა , სადაც პატარებმა მოახერხეს პარალელების გავლება ნანახი ვიდეო მასალისა და წიგნში მოცემულ ინფორმაციას შორის. მათ მკვეთრად დაინახეს მსგავსება-განსხვავება. ჩართულობის ხარისხი იყო მაღალი, რაც თვითშეფასების პროცესშიც გამოიკვეთა. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად დაასაბუთებს თუ რატომ მოეწონათ კოგნიტური მაორგანიზებლების შევსება.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებსა და პედაგოგს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას, რაც გაკვეთილის წარმატების წინაპირობა გახლდათ.
No comments:
Post a Comment