მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის ა.ა.ი.პ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ეგ.ნინოშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების ბაღში მოაწყო საზეიმო გახსნა "". ჩვენი, სსიპ ქალაქცქუთაისის #36 საჯარო სკოლის სახელით საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო VIდ კლასის მოსწავლემ მარიამ მასხარაშვილმა მან შეასრულა მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ნომერი ქალაქის მერმა და დამსწრე საზოგადოებამ გადაუხადა მადლობა.
მთავარი გვერდი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kutaisis36skola.blogspot.com/
Страницы
- მთავარი
- სკოლა
- მნიშვნელოვანი
- სკოლის დოკუმენტაცია
- თვითმმართველობა
- პროექტები
- სკოლის, მოსწავლეთა მიღწევები
- კომპლექსური დავალებები/ღია გაკვეთილები
- პროფორიენტაციის გაკვეთილები
- კონფერენციები
- გაკვეთილები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევები
- უფასო წრე სკოლაში
- რესურსები
- ციფრული სკოლა
- სკოლის კურიკულუმი
- სხვადასხვა ღონისძიებები
- გამოკითხვები
Friday, September 30, 2022
ევროპისა და საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა 2022-2023წ.
Wednesday, September 28, 2022
პროექტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში -პედაგოგი თინათინ ჩიხლაძე
მე-7გ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში განახორციელეს პროექტი, რომელიც დაუკავშირეს ნასწავლ მასალას. (პედაგოგი თიკო ჩიხლაძე) მათ ისწავლეს ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე და თავადაც მიმართეს აუდიტორიას, ზოგმა სკოლის პირველი დღე მიულოცა თანატოლებს, ზოგმა ცხოველთა დამცველი კლუბის გახსნის შესახებ ისაუბრა და ა. შ. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ორიგოინალურად წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები და მაღალ დონეზე შეძლეს პრეზენტირების უნარის გამოვლენა.
Friday, September 9, 2022
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა eTwinning"-ის პლატფორმაზე განხორციელებული პროექტებისთვის
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მარიამ აბულაძე და ნატალია თურქაძე თავიანთი მოსწავლეებით 2021-22 სასწავლო წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო პროექტში "Our happy future / ბედნიერი მომავალი " , რომელიც ხორციელდებოდა eTwinning"-ის პლატფორმაზე ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად. აღნიშნული პროექტი შეფასდა შესაბამისი კომისიი მიერ და დაჯილდოვდა ეროვნული ხარისხის ნიშნით, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა.
Thursday, August 4, 2022
შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
| შეხვედრა სკოლის ლაბორატორიაში |
| შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა |
| ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ- კურსი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა" |
ვიზიტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ხსნარების pH და წყალში შეწონილი ნაწილაკების განსაზღვრა
![]() |
პირველი დღე ქიმიურ ლაბორატორიაში |
Monday, April 18, 2022
მე-3გ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი (პედაგოგი მარიამ აბულაძე)
მე-3გ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი (პედაგოგი მარიამ აბულაძე) დაეთმო განვლილი მასალის შეჯამებას თემაზე: Rooms and furniture. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა, რომლებმაც დიდი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია მოსწავლეებში. იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მიცემულ დავალებაში მოსწავლეებმა ამოიცნეს თითოეული ოთახი, დასახელეს ავეჯი და ტექნიკა, ასევე წინდებულების გამოყენებით განსაზღვრეს სხვადასხვა ნივთების ადგილმდებარეობა. ვფიქრობ, შევძელი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გამოვიყენეთ როგორც აუდიო, ასევე ვიზუალური და ელექტრონული რესურსები, რამაც სრულად შეუწყო ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევას.










































