სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გრძელდება კურსი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა". დღეს, 13 მაისს მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე "ხსნარების pH და წყალში შეწონილი ნაწილაკების განსაზღვრა". ქალბატონმა მანანა გაბიძაშვილმა ელექტრონული რესურსისა და ინტერაქტიული ლექციის საშუალებით საინტერესოდ ახსნა თემა.
ახსნილი თემის ირგვლივ მოყვანილი მაგალითების შემდეგ პედაგოგმა გამართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. შესწავლილი საკითხის შემოწმების მიზნით პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა თავად ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები. მოსწავლეები დაიყო ორ ჯგუფად, მათ გამოიკვლიეს სხვადასხვა ხსნარის წყალბადური მაჩვენებლები, მონაცემები წარმოადგინეს ცხრილების სახით, გააკეთეს ანალიზი და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ერთმანეთს.
ისაუბრეს და გამოიტანეს დასკვნები რომ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა ზიანის მომტანია ცოცხალი სამყაროსათვის.
No comments:
Post a Comment