Tuesday, May 21, 2019

პირველი დღე ქიმიურ ლაბორატორიაში

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა  ჩართულია პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში, კერძოდ მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები გადიან კურსს "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა". კურს უძღვებიან დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები,  რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  თეორიული ცოდნა  პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განამტკიცონ. 
    ჩვენ მოსწავლეებს დღეს უმასპინძლა ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტმა-აწუ-ში. 

პროფესორი ციცინო თურქაძე მოსწავლეებს ესაუბრა  თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს  ეკოლოგიურ განათლება და კვლავ გაამახვილა ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე. სტუდენტებმა მოსწავლებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა, ესაუბრეს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებზე, განიხილეს ლაბორატორიაში მუშაობისას სხვადასხვა მოსალოდნელი შესაძლო შემთხვევები.

შრომითი მოტივაციისა და შრომითი აქტიურობის ამაღლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ პროცეს სადაც მოსწავლე თავადაა აქტიური ამა თუ იმ პროდუქტის შექმნაში. სწორედ, ამიტომ ლაბორატორიაში მუშაობა მათთვის საინტერესო იყო. თავდაპირველად ქალბატონებმა მანანა გაბიძაშვილმა, მზია კუხიანიძემ და ნინო გულეიშვილმა მოსწავლეებს აჩვენა თითოეული ცდის ჩატარებისთვის საჭირო მასალები და მოწყობილობები. მოსწავლეებს დაურიგდათ ინსტრუქციები. თითოეულმა მათგანმა პედაგოგების მეთვალყურეობით დამოუკიდებლად განსაზღვრა სხვადასხვა ობიექტებიდან აღებული წყლის სიხისტე.

ცდების ჩატარებაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ინდივიდუალურად იმუშავეს და გაიგეს, რომ სიხისტე წყალში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილებზეა დამოკიდებული, რომელთაც "სიხისტის მარილებს" უწოდებენ.

მადლობა  ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, Manana Gabidzashvili-ს და ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ კურსის წარმატებით განხორციელებაში.  

No comments:

Post a Comment