Sunday, June 16, 2019

ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ- კურსი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა"

დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშისაინტერესო შეხვედრა განხორციელდა.  კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი, ნატალია თურქაძე,  შეხვდა პროფესიული უნარების
განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართულ სკოლების მოსწავლეებს. მან  ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ უნივერსიტეტისა თუ პროფესიული კოლეჯის შესახებ სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროფესიის დაუფლება.  სწორი კარიერული გადაწყვეტილების მისაღებად მოსწავლეს სჭირდება უფრო სიღრმისეული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
აუცილებელია ვიცდეთ:
  1. პროგრამის დასახელება,
  2.  პროგრამის შინაარსი (კურსები, რომელთა გავლაც შესაძლებელია კონკრეტული პროგრამის ფარგლებში), 
  3. სახელმწიფო დაფინანსება და პროგრამაზე მოხვედრისთვის საჭირო ღონისძიებები (ეროვნული გამოცდები, შიდა შესარჩევი ტური და ა.შ.),
  4. პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივა (ამგვარი ინფორმაციის არსებობის პირობებში). 
კონსულტანტმა მოსწავლეებს გააცნო საიტი "გახდი პროფესიონალი და დასაქმდი"-https://vet.emis.ge/, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სასწავლებლებისა და პროგრამების შესახებ. ქალბატონი ნატალია მოსწავლეებს ესაუბრა ჩარიცხვისა და სწავლის პროცედურებზე, მოდულებზე, რომელთა გავლაც პროფესიის არჩევის შემთხვევაში მოუწევთ, ასევე კონკრეტული მოდულის გავლის საჭიროებებზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიით დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და პროფესიის არჩევისას შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებაზე, რაც შეიძლება იყოს ყველაზე გადამწყვეტი პროფესიის არჩევის დროს.


ვფიქრობთ, მიღებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, ჩვენი მოსწავლეები გააკეთებენ გონივრულ და სწორ არჩევანს კარიერის დაგეგმვისას და პროფესიის არჩევისას.

No comments:

Post a Comment