Friday, March 30, 2018

სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ,,რადიო ტელევიზია" პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 29 მარტს, მე-6 კლასში ჩატარდა (პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი) გამჭოლი კომპეტენციებზე სამოდელო გაკვეთილი, თემაზე ,,რადიო ტელევიზია". თემა საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში. გაკვეთილის თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საინტერესო და ინფორმაციული იყო, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე კოლეგებისათვის. კოლეგებს შეუძლია თემატიკის ტრანსფერი, სხვა კუთხით და მიდგომით მოახდინონ თავიანთ გაკვეთილზე.



გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ მსოფლიოში რადიო ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაცია შეეძინათ ლექსიკური მარაგი მოეხდინათ ახალი მასალის შეჯამება, გაანალიზება და დასკვნის გამოტანა, ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, შეექმნათ ილუსტრირებული პრეზენტაცია.






გაკვეთილის გეგმის შესაბამისად და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით წარიმართა. ყველა აქტივობა განხორციელდა, გაკვეთილის პირველი და მეორე ფაზა წარმატებული იყო. გამოწვევა და ტექსტზე მუშაობა წარმატებით განხორციელდა რაც მოსწავლეთა დიდი აქტიურობით გამოიხატა. მესამე ნაწილი წერითი სამუშაო დაჩქარებულად წარიმართა რასაც პრეზენტაცია მოჰყვა, პრეზენტაციები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მოსწავლეების უმრავლესობამ მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციაში.




ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა შეძლეს არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის გამთლიანება, გაკვეთილი მნიშვნელოვანი  იყო თემის აქტუალობით, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარჩვევები  დაეხმარათ მოსწავლეებს აემაღლებინათ ცნობიერება რადიო ტელევიზიის შესახებ. განუვითარდათ პრეზენტაციის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.


გაკვეთილს ესწრებოდა სეფასების ჯგუფის წევრები.

იხილეთ სრული ფოტომასალა



Wednesday, March 28, 2018

სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფია, პედაგოგი ნათია ყაველაშვილი



სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, გეოგრაფიაში, ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი პედაგოგ ნათია ყაველაშვილის თაოსნობით.













იხილეთ გაკვეთილის მსვლელობის სრული ფოტომასალა 

Tuesday, March 27, 2018

ბულინგთან ბრძოლის ძირითადი მექანიზმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა


  
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ქუთაისის საოლქო პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა თემაზე  „ბულინგი“. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის არსის, გამომწვევი მიზეზების, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ. გაიმართება დისკუსია მოსწავლეებს შორის.  პროკურორმა ქეთევან უზნაძემ  და სტაჟიორმა გვანცა ტაბატაძემ ამომწურავად გასცეს ყველა კითხვას პასუხი რაც მოსწავლეებს აინტერესებდათ. საუბარი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ბულინგზეც. მათ ერთად დაგბეს ბულინგის ყველა სახეობა. 

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი ხათუნა გეწაძე


რადგან თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში გამოყენებაზე და 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, რომელიც ადამიანისგან მეტ მობილობას ითხოვს სწორედ ამიტომ პედაგოგმა ხათუნა გეწაძემ აირჩია თემა "ადამიანი და ბუნება", რომელსაც მიუძღვნა მე-6 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი. ადამიანს ცხოვრებაში შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოზიციის და პროფესიის შეცვლა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება განათლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ მასწავლებლის ვალდებულება თანამედროვე სამყაროში არ შემოისაზღვრება მხოლოდ საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს უბიძგებს ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა -მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანის.


 გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ვერხვი“ მოეხდინათ ბუნებაში ნასწავლი მასალის და ახალი ინფორმაციის შეჯამება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ემსჯელათ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, ადამიანის და ბუნების ურთიერთობაზე, მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, განესაზღვრათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, შეექმნათ აღწერითი და მხატვრული ტექსტები.


პედაგოგის მიერ დაგეგმილი აქტივობები მას დამეხმარა მიზნის მიღწევაში. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით დალაგებული კითხვები მოსწავლეებს დაეხმარა ტექსტის გაგება- გაანალიზებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბუნების დაცვასთან დაკავშირებით განსაზღვრეს ცხოვრების წესად გაიხადონ, რათა მათი მსჯელობა მხოლოდ ლიტონ სიტყვებად არ დარჩეს.

ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა შეძლეს არსებულ ცოდნისა და ახალი ინფორმაციის გამთლიანება, ასევე შეძენილი ცოდნის და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა. გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო თემის აქტუალობით. ბუნების დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია. გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარა მათ აემაღლებინათ ცნობიერება ბუნების დაცვასთან დაკავშირებით. გაეთავისებინათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მათ განუვითარდათ პრეზენტაციის, სლაიდ-შოუს გაკეთების, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.