2018 წლის 21 მარტს მე-4 კლასში ინგლისური ენის პედაგოგის, ირმა ლომიძის მიერ განხორციელდა პროექტი თემაზე: "Aunt Jemima's earring". ბავშვები ამ პროექტში ჩაერთვნენ მონდომებითა და დიდი ინტერესით, მოიძიე ინფორმაციები, შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც ასახეს ამ თემის მთავარი ასპექტები, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურადაც. ენთუზიაზმით აღსავსე პატარებმა თავად დახატეს და გააფორმეს ფორმატი. მთელი კლასი იყო ჩართული კედლის გაზეთების შესრულების პროცესში. პატარებმა გაინაწილეს საკითხები და ამომწურავად ისაუბრეს თემის შესახე, მათ კრეატიულად წარმოადგინეს პროექტი. რამოდენიმე გუნდმა როლებში გაითამაშეს წიგნში მოცემული ნაწარმოები. ბოლოს კი კედლის გაზეთები გამოფინეს სკოლის ფოიეში. გაკვეთილს ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ირმა ჩირგაძე,რომელმაც მოიწონა მოსწავლეთა ნამუშევრები და შეაქო ისინი.
No comments:
Post a Comment