2018 წლის 23 მარტს, ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის 1-დ კლასში (დამრიგებელი ი.კოჭბიანი) გაიმართა ღონისძიება თემაზე: ,,დაილოცოს დედაენის შემოქმედი'', რომელიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ,,დედაენის შექმნას'' და მის მნიშვნელობას ქართველებისთვის.
პატარებმა დამსწრე საზოგადოებას უამბეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია , გააცოცხლეს ეპიზოდები მწერლის ცხოვრებიდან და შეასრულეს სიმღერები... თეატრიდან მოწვეულმა მსახიობმა, რომელმაც იაკობ გოგებაშვილი განასახიერა დალოცა პატარები და წარმატებები უსურვა ცოდნის სამყაროში.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. სკოლის დირექტორმა თენგიზ თაბუკაშვილმა და მოადგილე ლელა გრძელიშვილმა პატარებს დაულოცა ცხოვრების სავალი გზა და აღნიშნეს, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი დედაენა ჩვენი სულიერი ძეგლია. მას მოფრთხილება, დაცვა და დიდება სჭირდება, რაც მათი წარმატებით გამოიხტება...
ამ ბმულზე იხილეთ ღონისძიების ამსახველი სრული ფოტომასალა
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები. სკოლის დირექტორმა თენგიზ თაბუკაშვილმა და მოადგილე ლელა გრძელიშვილმა პატარებს დაულოცა ცხოვრების სავალი გზა და აღნიშნეს, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი დედაენა ჩვენი სულიერი ძეგლია. მას მოფრთხილება, დაცვა და დიდება სჭირდება, რაც მათი წარმატებით გამოიხტება...
No comments:
Post a Comment