სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის "ART- სხივი" წევრებმა განახორციელეს აქტივობა "ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა-პოპულარიზაცია", რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებების შესახებ.
კლუბის წევრებმა ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ანიმაციები წარმოადგინეს და უმცროს მეგობრებთან ერთად იმსჯელეს თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე.

ბავშვებმა ნახეს ანიმაციური ფილმები, რომლის განხილვის შემდეგ აღნიშნეს:
კონვენციაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ბავშვს აქვს სიცოცხლის, განვითარებისა და დაცვის უფლება, ასევე აქვს უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი და საკუთარი შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს, ბავშვი არის სუბიექტი, რომელსაც ინდივიდუალური უფლებები გააჩნია, ამიტომ აუცილებელია, ადამიანის უფლებების შესწავლას უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდეს და საკუთარ უფლებებს ეცნობოდეს, რათა ბავშვი მომავალში სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს და არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მიიღოს მონაწილეობა.

No comments:
Post a Comment