Monday, March 26, 2018

პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი, თემაზე „სეზონები“.


2018 წლის 23 მარტს მე-3(ბ) კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა ანა ნაცვლიშვილმა ჩაატარა  ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი, თემაზე „სეზონები“.  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლემ შეძლოს მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება, სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა, ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ.
ოსწავლეებმა გაიხსენენ წელიწადის დროები, რის შემდეგაც გონებრივი იერიშის მეშვეობით მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ყველა ის თვისება, რომელიც დამახასიათებელია სეზონებისთვის. მოსწავლეებმა შეძლეს ყურადღების მობილიზება, ვარაუდების გამოთქმა და დასკვნის გამოტანა, რომ წელიწადის დროები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
გეგმაში მოცემული აქტივობები შესაბამისობაში იყო გაკვეთილის მთავარ მიზანთან . თითოეულ აქტივობას ჰქონდა თავისი დატვირთვა/მინი მიზანი, რომელთა განხორციელება ხელს უწყობდა ძირითადი საგაკვეთილო მიზნის მიღწევას.

მოსწავლეებმა ყველა სამუშაოს კარგად გაართვეს თავი, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა.  აქტივობა იყო არგუმენტირებული მსჯელობით მოსაზრების დასაბუთება. ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავდეს საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით გამყარების უნარი და სწორად გამოიყენონ ტექსტობრივი მასალა.



საინტერესო იყო გაჩერებებით სწავლება, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს პედაგოგის მიერ შეთავაზებული ვიდეო რესურსის მეშვეიობით შეედგინათ ტექსტები. ჩართულობის ხარისხი იყო მაღალი, რაც თვითშეფასების პროცესშიც გამოიკვეთა. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად დაასაბუთებს თუ რატომ მოეწონათ გაჩერებებით სწავლება.
გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები და უცხო ენის კათედრის წარმომადგენლები.

იხილეთ გაკვეთილის მსვლელობის სრული ფოტომასალა 

No comments:

Post a Comment