სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 29 მარტს, მე-6 კლასში ჩატარდა (პედაგოგი ანა ნაცვლიშვილი) გამჭოლი კომპეტენციებზე სამოდელო გაკვეთილი, თემაზე ,,რადიო ტელევიზია". თემა საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში.
გაკვეთილის თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საინტერესო და ინფორმაციული იყო, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე კოლეგებისათვის. კოლეგებს შეუძლია თემატიკის ტრანსფერი, სხვა კუთხით და მიდგომით მოახდინონ
თავიანთ გაკვეთილზე.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ მსოფლიოში რადიო ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაცია შეეძინათ ლექსიკური მარაგი მოეხდინათ ახალი მასალის შეჯამება, გაანალიზება და დასკვნის გამოტანა, ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, შეექმნათ ილუსტრირებული პრეზენტაცია.
გაკვეთილის გეგმის
შესაბამისად და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით წარიმართა. ყველა აქტივობა განხორციელდა, გაკვეთილის პირველი და მეორე ფაზა წარმატებული იყო. გამოწვევა
და ტექსტზე მუშაობა წარმატებით განხორციელდა რაც მოსწავლეთა დიდი აქტიურობით გამოიხატა.
მესამე ნაწილი წერითი სამუშაო დაჩქარებულად წარიმართა რასაც პრეზენტაცია მოჰყვა, პრეზენტაციები
მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, მოსწავლეების უმრავლესობამ მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციაში.
ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა
შეძლეს არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის გამთლიანება, გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო თემის აქტუალობით, გაკვეთილზე მიღებული ცოდნა
და უნარჩვევები დაეხმარათ მოსწავლეებს აემაღლებინათ
ცნობიერება რადიო ტელევიზიის შესახებ. განუვითარდათ პრეზენტაციის, ინფორმაციის მოძიების,
დახარისხების, კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.
გაკვეთილს ესწრებოდა სეფასების ჯგუფის წევრები.
იხილეთ სრული ფოტომასალა
No comments:
Post a Comment