6 მარტს ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ქალთა და დედის დღის დღესასწაულებს მიუძღვნეს ულამაზესი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ირმა ჩირგაძე.
ღონისძიების მიზანი იყო დედისა და ზოგადად ქალის პატივისცემის გამოხატვის უნარის განვითარება. პატარებმა სიყვარულით სავსე ლექსებით, თბილი სიმღერებითა და ლამაზად შესრულებული ცეკვებით მიულოცეს დედებს გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული.
დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს სკოლის პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.
ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებმა, სტუმრებს, ქალთა დღის და გაზაფხულის თემატიკაზე, ლექსები, სიმღერები, ჩანახატები წარმუდგინეს.
ღონისძიებას ზღაპრულ ელფერს სძენდა ლამაზად მორთული დეკორაციები... აყვავებული ატმის ტოტების იმიტაცია თითქოს საოცარ სურნელს აფრქვევდა, რაც აათმაგებდა იმ სითბოს და სიყვარულს რაც ამ ბავშვების თვალებიდან თითოეული იქ მყოფი ადამიანების სულში იღვრებოდა.
იხილეთ სრული ფოტომასალა

No comments:
Post a Comment