Friday, March 23, 2018

სამოდელო გაკვეთილი მე-6 კლასში, პედაგოგი მაკა ბობოხიძე


2018 წლის 21 მარტს VI კლასში, პედაგოგ მაკა ბობოხიძის მიერ ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი, თემაზე მ.ლებანიძის „თორმეტი წლის კაცი“. 
ამ გაკვეთილის მიზანი იყო: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, სხვადასხვა ტიპის ტექსტების კითხვა და ანალიზი, სხვადასხვა ტიპის კითხვების დასმა და პასუხის გაცემა. რაც შეეხება გაკვეთილის თანმიმდევრობას ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ პედაგოგმა დასვა მაპროვოცირებელი კითხვა: რა ნიშნების გამო შეიძლება ვუწოდოთ თორმეტი წლის ბავშვს კაცი? რის შემდეგაც გონებრივი იერიშის მეშვეობით მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ყველა ის თვისება, რომელიც ნამდვილ კაცს შეეფერება. ამის შემდეგ ტექსტის მიმოხილვის მიზნით დაისვა სამი ტიპის კითხვები. აქტივობა რომელიც ეხებოდა არგუმენტირებულ მსჯელობით მოსაზრების დასაბუთებას აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. ამ აქტივობის მიზანია იყო მოსწავლეს გამოუმუშავდეს საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით გამყარების უნარი და სწორად გამოიყენონ ტექსტობრივი მასალა. თითოეულმა ჯგუფმა დავალების შესრულების შემდეგ გააკეთა პრეზენტაცია. მოსაზრებების ჩამოყალიბებისას გაიმართა საინტერესო პოლემიკა.



ვინაიდან ტექსტში წარმოდგენილი იყო სვანი ბიჭუნას ცხოვრება, შემდეგი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისათვის შეედარებინათ სვანი ბიჭუნასა და ქალაქელი ბიჭუნას ცხოვრება. მათ საინტერესოდ წარმოადგინეს ეს დავალება. თვითონ ჯგუფებში გაიმართა საინტერესო დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზოგადად მოსწავლეები ძალიან გახსნილად, თამამად და არგუმენტირებულად მსჯელობდნენ, რამაც დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მათი საუბარი იყო სხარტი, ლექსიკურად მდიდარი და არგუმენტირებული, რაც ერთობ იშვიათობას წარმოადგენს.


წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სქემის მეშვეობით მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები იოსება, დედუნა და სვანი ბიჭი ნუგზარი. მათ საინტერესო კუთხით წარმოადგინეს თითოეული პერსონაჟი განმასხვავებელი და მსგავსი ნიშნებით. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს საკუთარ თავთან და ბევრი მსგავსი თვისება აღმოაჩინეს. გაკვეთილის ბოლო აქტივობა იყო პერსონაჟის კონფლიქტის სქემა. მათ გაარკვიეს რა იყო ნაწარმოების პრობლემა, როგორ ცდილობდა მთავარი პერსონაჟი მის გადაჭრას და როგორ გადაიჭრა ის. მათ შეაფასეს გაკვეთილის მსვლელობაში საკუთარი მონაწილეობა. გააკეთეს ზეპირი თვითშეფასება, რა გამოუვიდათ უფრო კარგად და რა უფრო - ნაკლებად. რის გამოსწორებას ისურვებდნენ მომავალში.
გაკვეთილი იყო ძალიან კრეატიული, შემოქმედებითი და რაც მთავარია რეალურ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში. თითოეულმა მოსწავლემ ბოლომდე გაეაზრა ტექსტის მთავარი თემა, პრობლემა, მთავარ პერსონაჟთან ერთად მოეახერხეს მისი გადაჭრა და საკუთარი თვალსაზრისის მკაფიოდ დაესაბუთება.
გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.  
იხილეთ სრული ფოტომასალა

No comments:

Post a Comment