რადგან თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში გამოყენებაზე და 21-ე საუკუნე ცვლილებების საუკუნეა, რომელიც ადამიანისგან მეტ მობილობას ითხოვს სწორედ ამიტომ პედაგოგმა ხათუნა გეწაძემ აირჩია თემა "ადამიანი და ბუნება", რომელსაც მიუძღვნა მე-6 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი. ადამიანს ცხოვრებაში შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოზიციის და პროფესიის შეცვლა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება განათლების როლი, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ მასწავლებლის ვალდებულება თანამედროვე სამყაროში არ შემოისაზღვრება მხოლოდ საგნის სწავლებით. თანამედროვე მოთხოვნები ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს უბიძგებს ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა -მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანის.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ვერხვი“ მოეხდინათ ბუნებაში ნასწავლი მასალის და ახალი ინფორმაციის შეჯამება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ემსჯელათ ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, ადამიანის და ბუნების ურთიერთობაზე, მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, განესაზღვრათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, შეექმნათ აღწერითი და მხატვრული ტექსტები.
პედაგოგის მიერ დაგეგმილი აქტივობები მას დამეხმარა მიზნის მიღწევაში. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით დალაგებული კითხვები მოსწავლეებს დაეხმარა ტექსტის გაგება- გაანალიზებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბუნების დაცვასთან დაკავშირებით განსაზღვრეს ცხოვრების წესად გაიხადონ, რათა მათი მსჯელობა მხოლოდ ლიტონ სიტყვებად არ დარჩეს.
ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა შეძლეს არსებულ ცოდნისა
და ახალი ინფორმაციის გამთლიანება, ასევე შეძენილი ცოდნის და უნარების ერთი სფეროდან
მეორეში გადატანა. გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო თემის აქტუალობით. ბუნების დაცვა თითოეული
მოქალაქის ვალია. გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარა მათ აემაღლებინათ
ცნობიერება ბუნების დაცვასთან დაკავშირებით. გაეთავისებინათ თავიანთი უფლება-მოვალეობები,
აგრეთვე მათ განუვითარდათ პრეზენტაციის, სლაიდ-შოუს გაკეთების, ინფორმაციის მოძიების,
დახარისხების, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.
No comments:
Post a Comment