სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პედაგოგმა რუსუდან გაბუნიამ მე-3 კლასში ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ ლიტერატურული ტექსტის კითხვი და ანალიზი, კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება, პერსონაჟთა დახასიათება, პერსონაჟის როლის საკუთარ თავზე მორგება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება, აგრეთვე შეძლონ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ, ისაუბრონ მუსიკის სასიკეთო გავლენაზე.
აქტივობები
აგებული იყო შესაბამისი თანმიმდევრობით-ცოდნის მოპოვება, ცოდნის გამოყენება, შეძენილი
ცოდნის ანალიზი და სინთეზი.
თითოეული
აქტივობა პედაგოგს დაგეგმილი ჰქონდა დიდი სიფრთხილით ცდილობდა არ ყოფილიყო რთული და მოსწავლეებს გაადვილებოდათ
პასუხების გაცემა დასმულ შეკითხვებზე, ემუშავათ დამოუკიდებლად, ჯგუფებში და წარმოედგინათ
ნამუშევრები პრეზენტაციის სახით. ყველა აქტივობა შეესაბამებოდა მიზანს და წარიმართა გეგმის მიხედვით. თითოეული მათგანი იყო თანმიმდევრული
და დროული.განსაკუთრებით წარმატებული იყო ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაციები. მოსწავლეებმა
მაღალ დონეზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
გაკვეთილი გეგმის შესაბამისად წარიმართა.მოსწავლეები გამოირჩეოდნენ
მსჯელობით,საკუთარი აზრის დასაბუთებით, კრიტიკული
აზროვნებით. მათი უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. აშკარა იყო ინტერესი და პასუხისმგებლობა, რომ ყველა დავალება
კარგად შეესრულებინათ. მათ კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, სხვადასხვა
ორგანიზების ფორმები (საერთო საკლასო, ჯგუფური,
ინდივიდუალური) კი დაეხმარა მათ ეჩვენებინათ საკუთარი ძლიერი მხარეები.
გაკვეთილზე გამოყენებულ კითხვებსა და დავალებებში პედაგოგს გ
ათვალისწინებული ჰქონდა მოსწავლეთა საჭიროებები , ცოდნის დონე. დასმული კითხვები და მიცემული დავალებები მარტივიდან რთულისაკენ იყო მიმართული. გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა.

შეფასება მოხდა განმავითარებელი კომენტარით .აგრეთვე
შეფასდა ჯგუფების ნამუშევრები. მოსწავლეებმა შეაფასეს საკუთარი თავი ,როგორც თვითშეფასების,
ასევე კითხვის თვითშეფასების პლაკატის გამოყენებით.
გაკვეთილზე
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შემეცნებითმა
თამაშმა ,,ცხელი სკამი“. მოსწავლეებმა მოირგეს
პერსონაჟთა როლები, უპასუხეს თანატოლთა მიერ დასმულ შეკითხვებს და უფრო ღრმად ჩაწვდნენ პერსონაჟთა შინაგან
სამყაროს. აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში და შესაბამისად პრეზენტაციებიც მაღალ
დონეზე წარმოადგინეს.
გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა პატარებს შესთავაზა სიურპრიზი, მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მე-10 კლასელი ანი აბაშიძე, რომელმაც საოცარი ჰანგებით აამღერა ვიოლინო და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა პატარა მსმენელიებში. გაკვეთილის ბოლოს ყველას სურდა თავისი პატარა ხელებით შეხებოდა ამ საოცარ ინსტრუმენტს.

No comments:
Post a Comment