ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასში პედაგოგ ჟუჟუნა თოდიძის მიერ, მათემატიკაში, ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე "სამკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულის გამოყვანა სხვადასხვა
გზით". გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები პრობლემის გადაჭრის
გზით აღმოაჩენენ სამკუთხედის კუთხეების ჯამის თვისებას მოდელებზე; დაასაბუთებენ ამ თვისებას სხვადასხვა
ხერხით; იმსჯელებენ დასაბუთების ფორმის სარწმნუნოობის შესახებ.
გაკვეთილზე გამოყენებული რესურსები, აქტივობები, მეთოდები
შესაბამისობაში იყო თემასთან და ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას. გამოწვევის ფაზაში კითხვა-პასუხის რეჟიმში გონებრივი
იერიშის მეთოდით პედაგოგმა მოახდინა წინარე ცოდნის გააქტიურება. შედეგად მოსწავლეთა გონება მიემართა
იქითკენ, რომ ინტერესით , ენერგიულად და ხალისიანად შეუდგნენ დასმული პრობლემის-,,როგორ
შევძლოთ სამკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულის გამოყვანა სხვადასხვა გზით“-გადაჭრას.
მოსწავლეებმა ჯგუფებში პრაქტიკული მუშაობით
სამი სხვადასხვა გზით :უშუალო გაზომვებით, მოდელებით და ნახაზის გამოყენებით შეძლეს
პრობლემის გააზრება; მოიძიეს , დაახარისხეს, გააანალიზეს, დაამუშავეს საჭირო ინფორმაცია
და მოახერხეს პრობლემის გადაჭრა. მოხდა წარმატებული პრეზენტაციები ჯგუფების მიერ .
ამის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია-დასაბუთების ხერხების სირთულეზე, მათ სარწმუნოობაზე.
ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ექსპერიმენტის ჩატარების ჩვევები, გაიწაფნენ ამოცანის კონტექსტის შესაბამისად გეომეტრიულ ობიექტთან გამოსახვაში. განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება, მსჯელობისა და დასაბუთების უნარი. ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიასთან ურთიერთობას, აზრის თამამად გამოთქმას, ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.
,,სწავლა კეთებით“ და პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ეფექტური მეთოდია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით აიმაღლონ ცოდნა და უნარები.
მოსწავლეებში განსაკუთრებით ინტერესი გამოიწვია დამოუკიდებელმა სამუშაომ, რომელშიც გამოყენებული იყო ცხოვრებისეული ხასიათის ამოცანა. ამოცანები საკმაოდ მაღალი ჩართულობით ამოიხსნა.
No comments:
Post a Comment