Wednesday, April 4, 2018

გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილი მათემატიკაში, პედაგოგი რუსუდან გაბუნია


30 მარტს ქალქა ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 გ კლასში  პედაგოგ რუსუდან გაბუნიას მიერ ჩატარდა გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე "პიქტოგრამები". გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ პიქტოგრამის მიხედვით მონაცემთა ერთობლიობის აღწერა, კითხვების დასმა, მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მონაცემთა წარმოდგენა პიქტოგრამით, როცა თითოეული ნახატი შეიძლება აღნიშნავდეს რამდენიმე ერთეულს, ათეულს. აგრეთვე მოსწავლეებმა შეძლონ სქემებით გადმოცემული  ინფორმაციის გააზრება, ინფორმაციის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა, სიტყვიერად მოცემული ინფორმაციის მიხედვით ელექტრონული ცხრილების შექმნა.


გამჭოლი კომპეტენციების ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში
თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიორიტეტული
გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა
გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების
განვითარებასთან ერთად.  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია, რასაც დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი.

ყველა აქტივობა რაც პედაგოგმა დაგეგმა იყო საინტერესო და მრავალფეროვანი, ბავშვებმა იმუშავეს როგორც  დამოუკიდებლად ასევე ჯგუფებში და წარმოედგინეს დავალებები პრეზენტაციის სახით. ყველა აქტივობა შეესაბამებოდა მიზანს და წარიმართა გეეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა მაღალ დონეზე წარმოადგინეს თავიანთი
ნამუშევრები.


 ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში,  გაკვეთილის მსვლელობის დროს  პედაგოგი აწარმოებდა დაკვირვებას მოსწავლეებზე.


მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი, აშკარა იყო მათი ინტერესი და პასუხისმგებლობა, რომ ყველა დავალება კარგად შეესრულებინათ.

გაკვეთილის სრული ფოტომასალის სანახავად დააწკაპეთ აქ

No comments:

Post a Comment