სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაშიმე-7 კლასში პედაგოგმა მალვინა თევდორაძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი გეოგრაფიაში თემაზე: "ქარი და მისი წარმოშობა". გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ ქარის წარმოშობის მიზეზების დასახელება, წამოედგინათ ქარის გავრცელების ადგილები, ემსჯელათ ადგილობრივ ქარებზე, ქარის დადებით და უარყოფით თვისებებზე.
პედაგოგს აქტვობები დაგეგმილი ჰქონდა გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა სხვადასხვა ხელსაწყოების ფოტოები, რომლებიც უნდა ამოეცნოთ. გაკვეთილში აქტიურად იყო ჩართული სსსმ მოსწავლე. პედაგოგის მიერ გამოყენებული აქტივობები ზუსტად შეესაბამებოდა მოსწავლის შესაძლებლობებს, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო შერჩეული.
საინტერესო აღმოჩნა პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეებმა ამოიცნეს ქარის სახეები და მოახდინეს მათი სიღრმისეული ახსნა. იმუშავეს ჯგუფებში, იყო მსჯელობა, აზრთა შეჯერება და ერთმანეთის პატივისცემა.
სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. ამ დავალებით მათ კვლავ მოუწიათ გუნდური მუშაობის პრინციპების გათვალისწინება, უფრო განუვითარდათ კრიტიკული, შემოქმედებითი, მსჯელბის, პრეზენტაციის უნარები.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიასთან ურთიერთობას, თამამად აზრის გამოთქმას, ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას. თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი მრავალფეროვანია. იგი ხელს უწყობს წიგნიერების ცნების უკეთ გაგებას, მოსწავლის მიერ მოძიებული ტექსტური და ვიზუალური მასალების დამუშავებას, ერთმანეთთან გაზიარებას, თანამშრომლობის შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
გაკვეთილს ესწრებოდა შეფასებიის ჯგუფის წევრები და სკოლის პედაგოგები.
გაკვეთილს ესწრებოდა შეფასებიის ჯგუფის წევრები და სკოლის პედაგოგები.
No comments:
Post a Comment