მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა და ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ჯანდაცვის პრობლემების საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მიზნით ირჩევს თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს პროექტი ამ დღესთან დაკავშირებით. მოეწყო კვირეული. სკოლაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები. ჩატარდა შეხვედრები ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადაც განხილული იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი, მარიხუანა, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, ბავშვებმა მოკლე განხილვა გაააკეთს და მათი აზრები დააფიქსირეს.
No comments:
Post a Comment