სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 26 მარტის N56 ბრძანებით დამტკიცდებული „მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების“ განხილვა მოხდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფის შეხვედრაზე 2018 წლის 4 აპრილს.
ახალ ინსტრუმენტებში აღარ არის გათვალისწინებული თავისუფალი გაკვეთილებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლის შეფასების რუბრიკები.
ასევე ინსტრუმენტების თანახმად, წარსადგენ დოკუმენტაციაში აღარ არის საჭირო რეფლექსიის ატვირთვა შემდეგი აქტივობებისათვის:
1. საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა;
2. კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის მოსწავლის/ მოსწავლეების მომზადება;
3. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა;
5. სტაჟირება.

არსებითად არის შეცვლილი შემდეგი აქტივობების დასადასტურებლად ასატვირთი დოკუმენტაცია:
• კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
• რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა (სტატია/მეთოდური ლიტერატურა/გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო);
• კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობა;
• სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირება.
ასევე ცვლილება შეეხო გაკვეთილის შეფასების რუბრიკასაც. კერძოდ შეიცვალა მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლების რუბრიკა. შესაბამისად, გთხოვთ პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ "სტანდარტული" გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენოთ ახალი რუბრიკა. რაც შეეხება სამოდელო გაკვეთილს, მისი შეფასების რუბრიკა არ შეცვლილა.

სიახლეა! მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების პროგრამის/ტრენინგის წარმატებით გავლისთვის შესაბამისი კრედიტქულა ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ყველა საჭირო თუ დამატებითი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისთვის საჭირო პროცედურები.
No comments:
Post a Comment