Friday, April 13, 2018

სიკეთე გადამდებია

    ხალხის სურვილი უფსკრულს გადალახავსო, ხოდა ჩვენც გავერთიანდით და ერთად შევეცდებით გადავლახოთ ის უფსკრული რასაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ჰქვია... სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის მოსწავლეების სურვილი იმდენად დიდი იყო დახმარებოდა ქალაქ ქუთაისის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელ დემეტრეს, რომ გადაწყვიტეს მთელი სკოლა ჩართულიყო ამ დახმარების აქციაში.
 სრულიად სსიპ ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლა, მშობლები, ბავშვები პედაგოგები, აქტიურად ჩაერთვნენ აქციაში "სიკეთე გადამდები".  ეს არის მორალური თანადგომა და მცირედი რითაც დემეტრეს გამოჯანმრთელებაში მათ მცირედი წვლილის შეტანა შეძლეს.  





სკოლის სახელით, უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩაერთო ჩვენს პროექტში, სურვილი გაუჩნდა ჩვენთან ერთად ეკეთებინა სიკეთე,  მხარში ამოდგომოდა და დახმარებოდა  ჩვენთვის უცნობ დემეტრეს .
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ სიკეთის კეთების აქციას...



No comments:

Post a Comment