სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კვლავ აგრძელებს სიკეთის კეთების აქციას სახელწოდებით „ჩვენი ყურადღება მნიშვნელოვანია“. ამჯერად მოხუცთა თავშესაფრისთვის მოსწავლეებმა
შეაგროვეს სურსათ – სანოვაგე, ტკბილეული, მცირე საჩუქრები, რაშიც მათთან ერთად ჩართული იყო მშობლებიც. ახალგაზრდები ამ შეხვედრისთვის ორ კვირას ემზადებოდნენ.
თითოეული კლასის მიერ გამოჩენილმა გულისხმიერებამ საშუალება მოგვცა სურსათი ძალადობის მხსვერპლ და ხუთ სოციალურად დაუცველ , მრავალშვილიან ოჯახზეც გადაგვენაწილებინა.
22 აპრილს, სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, ART კლუბის წევრები და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია კაშია სტუმრად იმყოფებოდნენ მოხუცებულთა თავშესაფარში. მოხუცები გაახარა მოსწავლეების ყურადღებამ. დღევანდელ რეალობაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა არ ივიწყებს ხანდაზმულებს და ცდილობს მათ გაულამაზონ თუნდაც ერთი დღე.

მართლაც, ჩვენი ყურადღება მნიშვნელოვანია!!!! სამოქალაქო კლუბი „ART სხივი“ მომავალ კვირას მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრება ნობათით.
No comments:
Post a Comment