ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით მე-7
კლასში ისწავლება ვაჟა -ფშაველას ბიოგრაფია. ლექსი „ დამსეტყვე
ცაო, დამსეტყვე.“ ბუმბერაზი პოეტის ბიოგრაფიისა
და ლექსის სწავლების შემდეგ მოსწავლეებში განსაკუთრებული
ყურადღება
მიიქცია მწერლის შემოქმედებაში დიალექტური ფორმების
სიჭარბემ. მოსწავლეები დაინტერესდნენ საკითხით.
გამოთქვეს სურვილი, რომ ფშაურ დიალექტებზე
მეტ მასალას მოიძიებდნენ. სიღმისეულად ჩასწვდებოდნენ ვაჟას
პოეზიას, დიალექტური ფორმების მართებულობას.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს
მასწავლებელთან ერთად დაეწყოთ პროექტზე
მუშაობა. ერთობლივად დასახეს მიზანი. გაითვალისწინეს ესეგ-ს მიზნები და სტანდარტები.
მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ფოტო-აუდიო -ვიდეო მასალები და პრეზენტაციის საშუალებით წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებები, გამოკვეთეს პრობლემა. იმსჯელეს და არგუმენტულად დაასაბუთეს, რომ არა მარტო საუბრისას, არამედ ქართულ მწერლობაში ხშირად ხდება სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევა. მწერლობაში გაჩნდა უვარგისი ფორმები. ენა ცოცხალი ორგანიზმია , მას გამოკვება სჭირდება , დიალექტები სალიტერატურო ენის გამდიდრებას უწყობს ხელს.
. ვაჟამ დაამტკიცა ქართულ სალიტერატურო ენაში ფშაური დიალექტების მართებულობა. თანამედროვე ახალგაზრდობა უნდა გაუფრთხილდეს ქართულ ენას . არ უნდა ვიხმაროთ არამართებული სიტყვები (ბარბარიზმები). ვაჟა-ფშაველა თურმე თავისი პოეტური ენით ამაყობდა.
განსახორციებელი ვადა. 6 კვირა
No comments:
Post a Comment