30 მაისს ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6ა "ლომები" და მე-ბ "არწივები" კლასებს შორის გაიმართა მხიარული სტარტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა მონაწილეობით. შეჯიბრმა ჩაიარა საინტერესოდ და მხიარულად. მაღალი იყო გუნდების მოგების მოტივაცია. ბავშვებმა და მშობლებმა გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის სპორტის მასწავლებელ თეონა გაბადაძეს.
სახალისო და კეთილგანწყობილ გარემოში, გართობა–თამაშის ფორმით ხელს უწყობს, მოზარდი თაობის მასიურად ჩართვას სპორტულ და ფიზიკურ აქტივობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და შესაბამისი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, ზოგადად სპორტით დაინტერესაბასა და მის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, ის რომ როდესაც მშობლები ჩართულნი არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან განწყობილნი სკოლისადმი და საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია სპორტული ღონისძიებების ხშირად ჩატარება. მსგავსი პროექტები უფრო წარმატებით განხორციელდება, თუ პროცესში მშობლებიც ჩაერთვებიან.
No comments:
Post a Comment