ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სსიპ
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4გ კლასში (პედაგოგი რუსუდან ლომიძე-გაბუნია)
ბუნებაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „რატომ მოძრაობენ სხეულები?“. პროექტის ფარგლებში გაკვეთილს ესწრებოდა სამინისტროს ექსპერტი ქალბატონი ხათუნა ფირცხალაშვილი.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს უნდა შესძლებოდათ სხეულის მოძრაობასა და მოძრაობის სიჩქარეზე ძალის ფაქტორის მოქმედების გაანალიზება და პასუხი გაეცათ საკვანძო შეკითხვებისათვის.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს უნდა შესძლებოდათ სხეულის მოძრაობასა და მოძრაობის სიჩქარეზე ძალის ფაქტორის მოქმედების გაანალიზება და პასუხი გაეცათ საკვანძო შეკითხვებისათვის.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს სად ხვდებიან
მოძრაობას, რომელი სხეულები მოძრაობენ, რა არის მოძრაობა, რა ახასიათებს მას, რა განსხვავებაა
სისწრაფესა და სიჩქარეს შორის, როგორ სხეულს ჰქვია მოძრავი და როგორს უძრავი. მასწავლებლის
მიერ ჩატარებული ცდის საფუძველზე გაეცნენ ახალ ტერმინებს „ბიძგი“ და „მოქაჩვა“. ციფრული
რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით შექმნეს ილუსტრაციები, სადაც თვალნათლივ
აჩვენეს მოძრაობის სხვადასხვა შემთხვევა, ახსნეს და დაასაბუთეს, რა შემთხვევაში იყო
ბიძგი, რა შემთხვევაში მოქაჩვა და რა შემთხვევაში ორივე ერთად.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა სლაიდები, რომლის მიხედვით დაფაზე გაკრულ ცხრილში დააჯგუფეს სურათები მოძრაობის გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ამის შემდეგ მოსწავლეებმა სათამაშო მანქანებზე თავად ჩაატარეს ექსპერიმენტი, აკვირდებოდნენ მოძრაობის გამომწვევ ძალებს, ინიშნავდნენ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ წარმოადგინეს ცხრილის, დიაგრამის, ნახატის და ნახაზის სახით. აღწერეს მიმდინარე პროცესი და გაანალიზეს შედეგები. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია და მოსწავლეების მიერ პასუხი გაეცა მთავარ საკვანძო შეკითხვებს: რატომ გადაადგილდებიან საგნები? რატომ გადაადგილდებიან ისინი სხვადასხვა სისწრაფით?
ახალი მოდელი ხელს უწყობს მიზანზე ორიენტირებულ სწავლებას და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დროში შეუზღუდავად დაგეგმოს საგაკვეთილო აქტივობები. მოსწავლე კი მეტად ჩართულია, მოტივირებული, აქტიური... მათ უკვე გაუაზრებლად კი არ იციან ის, რასაც სწავლობენ, არამედ ყველაფერზე მსჯელობენ, ასაბუთებენ, დასკვნები გამოაქვთ, არგუმენტებს ეძებენდა რაც მთავარია შეძენილ ცოდნას იყენებს ყველგან, განსხვავებულ პირობებსა და სიტუაციებში.
No comments:
Post a Comment