სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში კვლავ ჩატარდა ბუნებაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გაკვეთილი მე-4 კლასში, პედაგოგი ნარგიზა ბიტკაშა. გაკვეთილის თემა გახლდათ: "ცოცხალი ორგანიზმები ჩვენს გარშემო- მცენარეები". გაკვეთილს ესწრებოდა კურუკულუმის ექსპერტი ხათუნა ფირცხალაშვილი.
ახალი მოდელი საკმაოდ კომპლექსური მოდელია, რომელიც ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის საგაკვეთილო პროცესში უფრო მეტი ანალიზის შემოტანას. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდება უფრო მეტი ანალიზის, მსჯელობის, სწორი გადაწყვეტილებების უნარების განვითარება და ეს მოდელი სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ამ მიმართულებით ჩატარებული გაკვეთილები და შესაბამისად მუშაობა. გაკვეთილის საწყის ეტაპზე მასწავლებელმა პროვოცირება მოახდინა ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით, აჩვენა მცენარის ნაწილები, მოსწავლეებმა ამოიცნეს და დაასახელეს ისინი, შემდეგ დააკვირდნენ სხვადასხვა მცენარის სასიცოცხლო ციკლის სტადიებს.
კომპლექსურ დავალებებში მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაალაგეს მიწოდებული სასიცოცხლო სტადიები. ციფრული რესურსით შექმნეს მცენარის ილუსტრაციები და მიანიშნეს მათი ნაწილები, იმსჯელეს მათ ფუნქციებზე. ასევე პლასტელინით მოახდინეს მცენარის ნაწილების გამოძერწვა-გამთლიანება. როცა სწავლებაში აქტიური როლი აქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. ჩვენი მოსწავლეების თავალებშიც ამ ინტერესის სხივი კიაფობს და გვსურს ამ სხივმა ერთად მიგვიყვანოს იმ გამარჯვებასთან და წარმატებასთან რასაც განათლებული თაობა ჰქვია.
No comments:
Post a Comment