ჩვენ სკოლაში მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები. დირექციასთან ერთად ერთ-ერთი აქტივობა დღეს განახორციელა სკოლის პედაგოგმა ირმა ლომიძემ. კერძოდ იგი მშობლებს ესაუბრა საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების შესახებ, გააცნო მათ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა, მიზნები.
პედაგოგმა აღნიშნა, რომ ეს გაკვეთილები მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში; მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ; მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით. პროფორიენტაცია საკუთარი თავის შეცნობის, შესაძლებლობების, უნარების გამოკვეთის, საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესახებ ინფორმირების სისტემაში მოყვანა და ორგანიზებაა.
მშობლებს ესაუბრა ლელა გრძელიშვილმა, აღნიშნა, რომ მშობლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სიახლე ერთ მიზანს ემსახურება - სკოლამ ოჯახთან ერთად აღზარდოს ჯანმრთელი, განათლებული და ღირსეული მოქალაქე. მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის მიზანია მშობელთა ინფორმირება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვა.
No comments:
Post a Comment