2019
წლის 22 მაისს
მე-3ა კლასში პედაგოგ ნანა ნაცვლიშვილის მიერ ჩატარდა ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი, თემაზე „ბუნებრივი მოვლენები და სტიქიები“. გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლემ შეძლოს ამინდის
კომპონენტების ჩამოთვლა, შეძლოს ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა, დახასიათება და დაკავშირება შესაბამის წელიწადის დროსთან.
ბუნებრივი მოვლენისა და ბუნებრივი სტიქიებს შორის მსგავსება/განსხვავების პოვნა.
მსჯელობა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე.
გონებრივი იერიშის მეშვეობით მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ყველა ის თვისება, რომელიც
დამახასიათებელია სეზონებისთვის, შეძლეს ყურადღების მობილიზება, ვარაუდების გამოთქმა და დასკვნის
გამოტანა, რომ წელიწადის დროები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და თითოეულ სეზონს ახასიათებს
შესაბამისი ბუნებრივი მოვლენა.
მოსწავლეებმა ყველა
სამუშაოს კარგად გაართვეს თავი შეძლეს და მოახდინენ წელიწადის დროებზე, შესაბამისი ბუნებრივი მოვლენების დაკავშირება. აქტივობა
„ამოცნობანა“ დაეხმარათ, ამოეცნოთ ამინდის საზომი ხელსაწყოები და შემდეგ დაუკავშირეს
შესაბამის ბუნებრივ მოვლენას.(ფლუგერი- ქარი, ჰაერი-თერმომეტრი, ღრუბლიანობა -ბალი.
და სხვ.) კითხვა-პასუხის რეჟიმით ისაუბრეს და იმსჯელეს სხვადასხვა სტიქიების გამომწვევ მიზეზებზე, გაერკვნენ ბუნებრივ სტიქიებში და „T „დიაგრამის დახმარებით,
მოახდინენ ბუნებრივი მოვლენებისა და ბუნებრივი სტიქიების, ერთმანეთისგან გამიჯვნა .
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა გაჩერებებით
სწავლება, გასცენ დასმულ
კითხვებს პასუხი და დავალებებს დაურთეს შესაბამისი ნახატი ბუნებრივ მოვლენებს.
წარადგინენ პრეზენტაციები და წარდგენილი პასუხები/,ნახატები შეუსაბამენ შესაფერის წელიწადის დროს. მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხი იყო მაღალი, რამაც ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას.
No comments:
Post a Comment