Wednesday, May 29, 2019

ახალი სკოლის მოდელი და შემოქმედებითი გაკვეთილები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კვლავ გრძელდება წარმატებული, ხალისიანი, შინაარსიანი და პროდუქტიული გაკვეთილების  ჩატარდა. ამჟამად  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცატარდა გაკვეთილები პედაგოგ ირმა კოჭბიანის, ლიანა მამარდაშვილისა და რუსუდან ვარდოსანიძის მიერ, რომელსაც ესწრებოდა ექსპერტი ხათუნა ფირცხალაშვილი.
პედაგოგმა ირმა კოჭბიანმა გაკვეთილი ჩაატარა მე-2 კლასში,  ძირითადი ტექსტი იყო: ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა- „ერეთი გემი“ , რომელიც გაიშალა  თემაში „ურთიერთობები“ -რატომაა მნიშვნელოვანი თანადგომა და ურთიერთდახმარება.
      მოსწავლეებმა ჯგუფებში შექმნეს ტექსტის ამსახველი მაკეტი, გადმოსცეს თხრობითი ტექსტი, აღწერეს ნამუშევარი და ახსნეს ვიზუალური ტექსტის კავშირი სიტყვიერთან, დაახასიათეს პერსონაჟები.

 მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს, ყურადღებას ამახვილებდნენ ყოველ დეტალზე. შემდეგ მოსწავლეებმა ინდივიდუალურად  შეავსეს „მკითხველის დღიური“ ამოიწერეს ტექსტიდან მთავარი აზრი, მოვლენა, წინადადება და დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას. პატარებს მოსწონთ ისეთი კომპლექსური ამოცანებისა და დავალებების შესრულება, რომლებიც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას და ერთმანეთის დახმარებას. მათი იციან, რომ  წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული,რაც გარკვეულწილად ზრდის ჯგუფურ თანამშრომლობას. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დავალებებს და სტუმრისგან შექება დაიმსახურეს.  ექსპერტმა მასწავლებელს მიაწოდა მნიშვნელოვანი და კონსტრუქტიული უკუკავშირი.

   მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ მოსწონთ სწავლა თამაშით და მოუთმენლად ელიან ყოველი დღის გათენებას, რადგან უხარიათ სკოლაში მოსვლა და არ უყვართ დასვენების დღეები. გაკვეთილმა თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.
 მეგობრობის თემას დაუკავშირა დღევანდელი გაკვეთილი რუსუდან ვარდოსანიძემ. მან წარმოადგინა ავთანდილ არაბიძის მოთხრობა ,,გაბუტული მეგობრები“ , რომელიც დღევანდელ რეალობაში მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ის კონფლიქტის თემას  ეხება.
 მოსწავლეებმა გამოკვეთენ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა. ისაუბრეს გამომწვევ მიზეზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი , რა უნდა გავაკეთოთ რათა შეცდომა გამოსწორდეს და დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები ურთიერთპატივისცემის, შენდობის და პატიების უნარ-ჩვევების გასავითარებლად.


პედაგოგმა ლიანა მამარდაშვილმა მე-2 კლასში წარმოადგინა თემა: შილდელის "ციყვი და კოდალა". მოსწავლეებმა ისაუბრეს და პასუხები გასცეს ტექსტის მთავარ კითხვებს: _როგორ მკურნალობდა ნაძვს კოდალა?
_ რატომ უწოდებენ კოდალას `ტყის მკურნალს~?
_ რა ზიანს აყენებენ ხოჭოები ნაძვს?
_ რომელი მავნე მწერების შესახებ სმენიათ?
განმარტეს უცხო სიტყვები, გამოიყენეს სიტყვის პირამიდა, ვენის დიაგრამა, დაახასიათეს პერსონაჟები, გამოყვეს დადებითი და უარყოფითი თვისებები. გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო ელემენტებით, რამაც განაპირობა მოსწავლეთა აქტიურობა. საზიარო კომპლექსურმა დავალებებმა უფრო მეტად დაახლოვა და გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა თანამშრომლობაში, დავალებების შესასრულებლად ერთობლივმა ძალისხმევამ, ამოცანების ერთობლივად გადაჭრამ და საერთო პროდუქტის შექმნამ განაპირობა გაკვეთილის წარმატება.





No comments:

Post a Comment