
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებს შორის გაიმართა ტრადიციული ინტელექტუალური შეჯიბრი "ჩვენ გვიყვარს საქართველო", რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიის პედაგოგი, ინეზა კაციტაძე. მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი საქართველოს მხარეების ცოდნაში. გამარჯვება წილად ხვდა მე-5ბ კლასის მოსწავლეებს. საუკეთესო კაპიტანი გახდა მე-5ა კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გუმბერიძე. გამოვლინდნენ თამაშის საუკეთესო მონაწილენი. სკოლის დირექციის მადლობები გადაეცათ მოსწავლეთა მშობლებს მათი შვილების წარმატებული სწავლისა და სანიმუშო დისციპლინისათვის.









No comments:
Post a Comment