Thursday, May 16, 2019

,,ენა უკვდავებაა ერისა“- პედაგოგი ლელა ჟორჟოლიანი

ქართული ენა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ,,დედაენა’’ უწოდა, ამ ხალხის სულიერი დედაც არის და ამავე დროს-სულიერი შვილიც, რომელზეც უფრო მშვენიერი მას არასოდეს არაფერი უშვია. ქართული ენა ქართველთა ყველაზე მკვიდრი სამშობლოცაა, რომელიც საზღვრებს დაპყრობითი ომების გარეშე იფართოებს, ხოლო თავის მიწა -წყალს არ კარგავს მანამ, სანამ ქართულად ლაპარაკობენ, ფიქრობენ და ლოცულობენ.
   ,,ენა უკვდავებაა ერისა“ ასეთი თემატიკითა და მონდომებით გახსნეს ღონისძიება III-გ კლასის მოსწავლეებმა განახლებულ სკოლაში. (კლასის ხელ-ლი: ლ ჟორჟოლიანი). ჩვენმა პედაგოგმა შთააგონა მათ, რომ თავიანთი კვალი  დაეტოვებინათ იმ დიდ საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც სკოლა ჰქვია. მისცა მათ გამბედაობა თამამად წარმოეთქვათ თავიანთი სათქმელი სიტყვებითა და ქმედებებით ეჩვენებინათ, რომ ისინი ჰქმნიან ღირსეულ თაობას და ღირსეულ მომავალს.



პატარებმა გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება. აქეს და ადიდეს ქართული ენა. თავიანთი დამოკიდებულება, პატივისცემა ომახიანად, ძარღვითა და გულით წარმოთქმული ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გადმოიტანეს სცენაზე.
პატარებს ეს ლამაზი დღე სკოლის დირექტორმა, დირექტორის მოადგილენ,მასწავლებლებმა და მშობლებმა მიულოცეს და წარმატებული , ბედნიერი მომავალი უსურვეს.




No comments:

Post a Comment