Wednesday, May 15, 2019

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში




სკოლაში ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ხორციელდება პროექტი "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. არა და რაც დრო გადის უფრო და უფრო განიცდის სკოლა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის დეფიციტს. მშობლის თანადგომის გარეშე კი მასწავლებელს გაუჭირდება მაღალი შედეგების მიღწევა. სკოლის დირექტორმა თენგიზ თაბუკაშვილმა მშობლებს გააცნო  სკოლის გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნები. ესაუბრა ახალი სკოლის მოდელზე, დაგეგმილ სიახლეებზე. 


"ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში სკოლას დახმარებას უწევს განათლების ექსპერტი ქალბატონი ნინო უგლავა. მან მშობლებს დეტალურად გააცნო ამ მოდელის მიზნები და სტრატეგიები, ესაუბრა მის მნიშვნელობაზე -"ხალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანიაჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სკოლაში I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით მუშაობს მხარდამჭერი ჯგუფი და მათი მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლას სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.  ძირითადი მიმართულებებია:
  • სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
  • სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
  • ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.




მშობლებთან აგრეთვე ისაუბრა სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილმა, საუბრისას ქალბატონმა ლელამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ბავშვის მოტივაცია და მიღწევები უმჯობესდება, როცა მშობლები და აღმზრდელები აქტიურად მონაწილეობენ მის წიგნიერ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. ამიტომ, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ყველას ჰქონდეს გააზრებული თავისი წილი პასუხისმგებლობა, ყველა რგოლს შორის იყოს პოზიტიური და თანამშრომლობითი დამოკიდებულება, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე, მოსწავლეთა შესაძლებლობების რეალიზებაზე და შესაბამისად სკოლის ავტორიტეტზე.



No comments:

Post a Comment