Thursday, May 30, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგები ნანა გორდეზიანი და ხათუნა გეწაძე-რუხვაძე

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა (ხათუნა გეწაძე-რუხვაძე, ნანა გორდეზიანი) ერთად განახორციელეs პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საბაზო საფეხურის მე-7ა და მე-7 კლასებში თემაზე: ,, როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება VII კლასში ქართულის გაკვეთილებზე“.  პრაქტიკული კვლევა პედაგოგებმა ჩაატარეს მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბერ-აპრილში. სამუშაოს დასრულების შემდეგ პედაგოგებმა მოამზადეს  კვლევის ანგარიში და მ/წ 30 მაისს   ელექტრონული სახით წარუდგინეს კოლეგებს კათედრის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მიერ არჩეულ საკვლევ კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, ფასილიტატორი, შეფასების ჯგუფის წევრები. პედაგოგებმა აღნიშნეს, რადგან პრობლემა საერთო იყო, მიზნად დაისახეს, ეკვლიათ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების დეფიციტის გამომწვევი მიზეზები და მოეძიათ ამ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. მათ დეტალურად ისაუბრეს თუ რა აქტივობები განახორციელეს პრობლემის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად, ისაუბრეს კითხვარებზე, რომელიც შეიმუშავეს  ფოკუს ჯგუფებისთვის აგრეთვე ისაუბრეს ანკეტირების შედეგებზე. პრობლემის გასაცნობიერებლად და საკუთარი სუსტი მხარეების უკეთ დასანახად კოლეგებს წარუდგინეს მათ მიერ შეიმუშავებული ურთიერთდასწრების ფორმა.


დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად შეგროვებული მონაცემების შესახებ და კოლეგებს წარუდგინეს განხორციელებული ინტერვენციები თავისი შედეგებით. 
   კოლეგები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს კვლევის შედეგად მიღებულ სტატისტიკას, მოიწონეს პედაგოგების მიერ კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციები, დასვეს შეკითხვები:
1.      რომელი ინტერვენცია დაგეხმარათ  მიზნის მიღწევაში ყველაზე მეტად?
2.      რა პრობლემებს წააწყდით კვლევის დროს?
3.      რა რჩევებს მისცემთ პედაგოგებს, ვისაც კვლევა ჯერ არ დაუწყია?
   პასუხები გაეცა კოლეგების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. სწორად დაგეგმილ და საჭიროებებზე მორგებულ ყველა ინტერვენციას მივყავართ მიზნამდე. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მათ შემთხვევაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქეისებით სწავლებამ (რაც სიახლე იყო ბავშვებისთვის) და პროექტებით სწავლებამ. 
აღინიშნა ის, რომ მასწავლებლებს გვჭირდება მზაობა, რათა კრიტიკულად შევხედოთ როგორც საკუთარ თავს, ისე კოლეგების იდეებსა და პრაქტიკას. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა.
   ვფიქრობთ, რომ პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო, დეტალურად  იქნა განხილული პედაგოგების მიერ განხორციელებული კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, რეკომენდაციები, დასკვნა. შედეგები ცხრილებისა და დიაგრამების სახით იქნა წარმოდგენილი.  კოლეგებმა მოიწონეს კვლევა და აღნიშნეს:
Ø  საკვლევი საკითხი სწორადაა განსაზღვრული და დამაჯერებლადაა დასაბუთებული თემის აქტუალობა.
Ø  კვლევა საინტერესოა ყველა საგნის მასწავლებლისთვის, რადგან კრიტიკული აზროვნება ეპოქის გამოწვევაა, კრიტიკულად მოაზროვნის აღზრდა კი ჩვენ გვევალება.
Ø  მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ხორციელდება მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ზრდის მოსწავლეთა აქტივობას.
Ø  კვლევაში დასახელებული ინტერვენციები ნამდვილად შეუწყობს ხელს არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას.
Ø  გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კოლეგების მხრიდან უკუკავშირი ხელს შეუწყობს ხარისხიანი მუშაობის პროცესს.
Ø  კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები საინტერესოა და გასათვალისწინებელი.
Ø  მზად არიან, თავიანთ პრაქტიკაში დანერგონ მსგავსი ტიპის კვლევები, რაც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში.







No comments:

Post a Comment