მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
18 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა 2018 წლის კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეხვედრა ლამაზად იყო ორგანიზებული, ჩვენი სკოლიდან 9 მოსწავლეს გადაეცა მედლები, ესენია:
ოქრო:
ოქრო:
- ანა სვანაძე
- თეკლა კაკუშაძე
- ქეთი კვირიკაძე
- მარი შაშიაშვილო
- თამარ ბროკიშვილი
- თათია მარდალეიშვილი
- თეკლა კუხალაშვილი
- მარი ვაშაკიძე
ცნობისთვის, მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით (მუხლი 25), კერძოდ:
ოქროს მედალი:
„მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
ვერცხლის მედალი:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა“.
მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გადაწყვეტილებას მედლის გაცემის შესახებ კი სკოლა იღებს. „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“ 2008 წელს დაიწყო, თუმცა მედლების გაცემა 2009 წლიდან მიმდინარეობს.
No comments:
Post a Comment