Monday, May 27, 2019

პრაქტიკული კვლევის ანგარიში, პედაგოგი მაკა ბობოხიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 27 მაისს მაკა ბობოხიძემ წარადგინა პრაქტიკული კვლევის ანგარიში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე თემაზე: "ძველი ქართული ენით დაწერილი ნაწარმოებების კითხვის დროს კითხვის სტრატეგიების  ( პერიფრაზისა და კითხვა ნიშანთა სისტემით) მეთოდის გამოყენების ეფექტურობა.“
მასწავლებელმა აღნიშნა, რომ კვლევის მიზანი იყო დეტალურად შეესწავლა რა გავლენას ახდენდა პერიფრაზისა და კითხვა ნიშანთა სისტემით მეთოდების გამოყებება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების წაკითხვისა და წაკითხულის გაგება - გააზრების ხარისხზე.  სამიზნედ ავიღე ორი მეათე კლასი.  ეს ორი კლასი იმიტომ შევარჩიე, რომ ერთი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მიღწევებით მეორე კი პირიქით. მიზნად დავისახე გამომეკვლია აღნიშნული პრობლემა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობდა არსებული ლიტერატურის დამუშავებას დეტალურად, საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ კი დავსახე ინტერვენციები და შევეცადე შემეფასებინა  გამოყენებული ინტერვენციების შედეგები. 
როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო დაბალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შესწავლის მიმართ. რაც შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იყო ლექსიკური არეალის ნაკლებობა, მოსწავლეები ვერ იაზრებდნენ იმ ახალ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც ტექსტში უხვადაა მოცემული, რის გამოც მოსწავლეთა ნაწილი ვარდებოდ ფრუსტრაციაში. გამოქონდათ დასკვნა, რომ აღნიშნულ ტექსტს ვერასდროს გაიგებს და ვერ ისწავლის. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად ორივე კლასებში მოსწავლეთა აკადემიურმა შედეგებმა  ზრდა დაიწყო. მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს წაკითხულის გააზრება და მათი მოტივაციაც ამაღლდა.

პედაგოგებმა ისაუბრეს კვლევის შედეგებზე, გამოთქვეს სურვილი და მზაობა, რომ ისინიც აუცილებლად გაითვალისწინებენ კვლევის შედეგად შეთავაზებულ რეკომენდაციებს: კითხვის სწავლების დროს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, კითხვის  სტრატეგიების ( პერიფრაზისა და კითხვა ნიშანთა სისტემით) მეთოდებს.

No comments:

Post a Comment